x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
რომელი წყალი უნდა დავლიოთ: ონკანის, ბოთლის, წყაროს, ჭის თუ გაფილტრული?

image
წყალი უნიკალური არაორგანული ნივთიერებაა, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლის შესაძლებლობას განსაზღვრავს. იგი ბიოქიმიური პროცესების მიმდინარეობის საფუძველია. ჯერ კიდევ სკოლაში გვასწავლოდნენ, რომ ადამიანის ორგანიზმის მასის 70%-ს წყალი შედაგენს. შესაბამისად, ამ ბუნებრივი რესურსის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია.

როგორი წყალი უნდა დავლიოთ?

წყალი უნდა იყოს ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი, ანუ:

უნდა ჰქონდეს ბუნებრივი მიწისქვეშა წარმომავლობა;
არ უნდა შეიცავდეს ხელოვნურ დანამატებს;
არ უნდა ექვემდებარებოდეს ოსმოსით ღრმა წმენდას;
უნდა იყოს სუსტად მინერლიზირებული (0, 5-0, 75 გ/ლ).


მხოლოდ ბუნებრივი წარმომავლობის სასმელი წყალი შეიცავს ყველა აუცილებელ მაკრო- და მიკროელემენტებს. ეს არის ორგანიზმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სასმელი, რომელიც მის ჯანმრთელობას განსაზღვრავს.

გადადუღებული თუ ნედლი წყალი?

ორგანიზმისთვის მეტად მიზანშეწონილია ნედლი წყლის მიღება, რადგან შეიცავს მიკროელემენტებს მარილების სახით. მას გააჩნია წყლის მოლეკულათა თავისებური სტრუქტურა. ხშირად ნედლ წყალს "ცოცხალ წყალსაც" უწოდებენ, რაც გასაგებიცაა - მხოლოდ ამგვარი წყალი ეხმარება უჯრედებს რეგენერაციაში და ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. გადადუღებული წყალი კი არა მხოლოდ უსარგებლოა, არამედ მავნეც. სპეციალისტები მას "მკვდარ წყალს" უწოდებენ, რადგან:

ადუღებისას სასარგებლო მარილები რჩება უხნად ნალექში;
მნიშვნელოვნად იკლებს ჟანგბადის შემცველობა;
ონკანის წყალში შემავალი ქლორი გარდაიქმნება ტოქსიკურ ნაერთებად, რაც შარდკენჭოვან და სიმსივნურ დაავადებებს იწვევს;
ადუღების შედეგად შეცვლილი სტრუქტურის მქონე წყალი ერთი დღე-ღამის შემდეგ ბაქტერების გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოდ იქცევა.


მაგრამ წყლის უსაფრთხოების საკითხი მაინც რჩება, რადგან იმის გარანტია, რომ კონკრეტული ნედლი წყალი არ შეიცავს რაიმე სახის მავნე მიკროელემენტებს, არ არსებობს.

თუ მაინც, უსაფრთხოების მიზნით უპირატესობას ანიჭებთ გადადუღებულ წყალს, დადეთ ნედლი წყალი 2 საათით, შემდეგ აადუღეთ, ოღონდ გამორთეთ ჩაიდანი ადუღების დაწყებისთანავე: ამგვარი წყალი გაუვნებელყოფილი იქნება, ხოლო მინერალების უმრავლესობა დარჩება შეთვისებადი. დალიეთ მხოლოდ ახლად ადუღებული წყალი და არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ დიდხანს.

როგორი ნედლი წყალი უნდა დავლიოთ?

ონკანის წყალი
image

ეს არის გაწმენდილი და ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისობამდე დაყვანილი წყალი. თუმცა იგი არ არის სასმელი წყლის საუკეთესო ვარიანტი. თუ სხვა გამოსავალი არ არის, მისი დალევა შეიძლება გარკვეული წინასწარი დამუშავების შემდეგ. ამგვარი დამუშავების სამი სახე არსებობს:


ადუღება, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ;
ფულტრაცია, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ;
2 საათით დაყოვნება და შემდეგ სითხის მხოლოდ ზედა ნახევრის გამოყენება. თუცა ეს მეთოდი მიკრობებისა და ტოქსიკური ნივთიერებებისგან დაცვას ვერ უზრუნველყოფს.


ბოთლის წყალი
image

ეს არის საწარმოო წესით გაწმენდილი. მაგრამ უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის დამაკმაყოფილებელი ნედლი წყალი. სწორი გაწმენდის შემთხვევაში ამგვარი წყალი ნამდვილად სასარგებლოა, დალევამდე მისი ადუღება არ არის საჭირო. მაგრამ მწარმოებლები ხშირად ეკონომიას ახდენენ გაწმენდის ხარჯზე, რის გამოც გასაყიდად გამოტანილი პროდუქტი ხშირად შორსაა ეტიკეტზე მითითებულისგან. ამიტომ ბოთლის წყლის შეძენისას მთავარია კეთილსინდისიერი მწარმოებლის პოვნა.

წყაროს წყალი
image
ეს ბუნებრივი წყალია, რომელიც ნიადაგის ფენებშივე იწმინდება. როგორც წესი, ამგვარი წყალი არა თუ არ შეიცავს მავნე ელემენტებს, არამედ ნიადაგში დინების პროცესში მდიდრდება კიდეც სასარგებლო მინერალებით. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დიდი ქალაქების მახლობლად მდებარე წყაროების წყალი ნაკლებად სასარგებლოა, უმჯობესია ქალაქისგან მოშორებით არსებული წყაროები.

გაფილტრული წყალი
image
დღეს ძალიან ბევრ ოჯახში მოიხმარენ წყლის საყოფახცოვრებო ფილტრს. მას ონკანის წყლისგან გაწმენდილი წყლის მისაღებად იყენებენ. გაფილტრული წყალი სასარგებოლა შემდეგი პირობების დაცვის შემთხვევში:

გაფილტრის სისტემა სწორად უნდა იყოს შერჩეული იმ პრობლემაზე, რაც თქვენს ონკანში არსებულ წყალს აქვს;
კარტრიჯები დროულად უნდა გამოიცვალოს;
ფილტრაციის შედეგად მიღებული წყალი დროდადრო უნდა შემოწმდეს ლაბორატორიულად.

გაფილტრული წყალი სრულიად გაწმენდილია მინარევებისგან, მათ შორის ვირუსებისა და ბაქტერიებისგან. მაგრამ, მეორე მხრივ, დისტილირებული, ანუ უმარილო წყალი არც თუ ისე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ამგვარი წყლის რეგულარულად მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის დემინერალიზაცია, რასაც, თავის მხრივ შესაძლოა მოჰყვეს ძვლებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და ნაადრევი დაბერება.

ჭის წყალი
image

ბევრს მიაჩნია, რომ ჭის წყალი ყველაზე სასარგებლო და გემრიელია. სინამდვილეში, იგი არ შეესაბამება სანიტარულ ნორმებს. უკეთეს შემთხვევაში მასში იქნება გადამეტებული რაოდენობით რკინა, ნიტრატები და სულფატები, უარეს შემთხვევაში კი - აღმოჩნდება პათოგენური მიკროორგანიზმები.

როგორი წყალი მივცეთ ბვშვებს?
image

3 წლამდე ბავშვებს უნდა მივცეთ უმაღლესი კატეგორიის ბოთლის წყალი, მაგრამ წინასწარ ავადუღოთ იგი შესაბამისი წესების დაცვით (იხ. მაღლა). 3 წლის შემდეგ კი იგივენაირი წყლის გადადუღების გარეშე მიცემა შეიძლება. მაგრამ წყლის გამოყენების ვადა ბოთლის გახსნიდან მითითებულზე ორჯერ ნაკლები უნდა იყოს.

თუმცა ექიმთა ნაწილი ამგვარ შეზღუდვებს გადაჭარბებულად მიიჩნევს და მშობლებს ურჩევს, 1 წლის ასაკიდან მისცენ ბავშვს შემოწმებული, სუფთა წყალი ადუღების გარეშე. რაც შეეხება სპეციალიზირებულ საბავშვო წყლებს, როგორც წესი, მათში ძალიან ცოტა მინერალები შედის (0, 2-0, 3 გ/ლ), რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმიდან მარილებს გამორეცხავს.

0
4675
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4675
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0