x
მეტი
  • 04.10.2024
  • სტატია:137442
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511362
დანი ალვეში
image

"ბარსელონას" მიერ დანი ალვეშის 30 მლნ ევროდ შეძენამ 2008 წელს ამ თანხის გამო ბევრის აღშფოთება გამოიწვია. ყველაზე მთავარი ნაკლი, რომელსაც მისი საფეხბურთო შესაძლებლობის მიუხედავად ასახელებდნენ, ამ ადამიანის თვალში საცემი სილაღე იყო, რომელსაც სავარაუდოდ, გასახდელში არასასურველი გავლენის მოხდენა შეეძლო.

ის მოუსვენარი, ოხუნჯი, სახალისო ამბების ულევი მარაგის მქონე ადამიანია, რაც "კამპ ნოუსთვის" სრულიად უცხო იყო ფრენკ რაიკაარდის მწვრთნელობის ბოლო პერიოდში ბუნებრივია, იმ თანხაში, რომელიც მისთვის "სევილიას" გადაუხადეს, მახვილგონივრული რეპლიკების, საცეკვაო ილეთებისა და გადამდები ღიმილის საფასური გათვალისწინებული არ იყო, - ეს უკვე დამატებით ჯილდოდ უნდა ჩათვლილიყო.

მარჯვენა მცველის გადმოსაბირებლად, "ბარსელონას" "ჩელსისთან" და სხვა კლუბებთან შებრძოლებამ მოუწია. გუნდში გაიაზრეს, რომ ეს ფეხბურთელი კარგად აუღებდა ალღოს და შეეწყობოდა იმ სწრაფი აზროვნებისა და მოძრაობის სტილს, რომელიც იმ დროს უკვე სრულად ჰქონდა გამოვლენილი ლიონელ მესის. დღეს ყველასთვის ნათელია, რომ ძნელია დაასახელო გუნდის სხვა ფეხბურთელი, რომელიც ბრაზილიელივით კარგად ეწყობა მესის.


მარჯვენა ფლანგზე ალვეშის "ყაჩაღური" რეიდები მოწინააღმდეგის მთელ ყურადღებას იპყრობს, ამას ხშირად მოსდევს ჩაწოდება ან დარტმა, რომელიც სასურველი შედეგით გვირგვინდება.

მას უყვარს მოკლე მანძილზე პარტნიორებთან პასების გაცვლა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს გონების სისხარტისა და ფეხის სისწრაფეში პაექრობას ნიშნავს.

ბრაზილიელის მონაცემები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ის "ბარსელონას" საფეხბურთო ბაზაზე აღიზარდა და განვითარდა. იმავე სიმაღლის და აგებულებისაა, როგორიც ჩავის, ინიესტას და მესის აქვთ. იგივე შეხედულებისაა რომელსაც კლუბის მოთამაშეთა უმრავლესობა იზიარებს.

მატჩის დამთავრების შემდეგაც ის ყოველთვის ხელმისაწვდომია. ჟურნალისტებთან სასაუბროდ "შერეულ ზონაში" ჩნდება, საკუთარ საფირმო სტილში. ამასთანავე სწორედ მას ეკუთვნის საოცარი სიტყვები, რომლითაც ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემისას ჩავი დაახასიათა: "თქვენ და მე - ორივე ერთსა და იმავე პლანეტაზე ვცხოვრობთ აი, ჩავი კი სულ სხვა სამყაროდანაა".

პეპ გუარდიოლას გუნდს, ალვეშის გარეშე ნაკლები თავგადასავლები გადახდებოდა თავს - ფეხბურთელებს კი უამრავი სიხალისე მოაკლდებოდათ.


0
241
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფი სოფია
სოფი სოფია
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0