სისხლის სამართალი შსს-მ ზესტაფონში 10 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა 2015, 7 ივნისი, 14:19 შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 31 მაისს ზესტაფონის რაიონის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი თანასოფლელი გოგონა გააუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა პეტრე ფ. თბილისში დააკავეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პეტრე ფ. 14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.გამოძიება 14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). 370 5-ს მოსწონს |
ამ გარეწარს და პირუტყვსაც ადვოკატი დაიცავს :(((