კულტურა პარიზის ღირსშესანიშნაობების მიმოხილვა 2015, 7 ივნისი, 15:15 პარიზი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია მსოფლიოში, აქ თავს იყრის უამრავი ღირსშესანიშნავი ისტორიული ძეგლი, არქიტექტურისა და ხელოვნების უნიკალური ექსპონატები და სხვა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ერთ-ერთი საუკეთესო შედევრია საფრანგეთის ისტორიაში, ერთი შეხედვაც საკმარისია იმისთვის რომ დავრწმუნდეთ აქ ყველა დეტალი დიდი პროფესიონალიზმითაა შექმნილი, ეს უაზარმაზარი ტაძარი სიგრძით 130 მეტრია, სიგანით 50, ხოლო სიმაღლით 34 მეტრი. ფასადი ![]() ![]() ![]() ![]() ეიფელი ეიფელი რომ პარიზის სიმბოლოა ამაზე აღარავინ დაობს, იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტრუქტურაა მსოფლიოში, 1887-1889 წლებში შენდებოდა მისი პირველი ნაწილი რომელიც დანიშნულებით გამოფენის შესასვლელი იყო რომელიც ეძღვნებოდა საფრანგეთის რევოლუციის 100 წლის თავს. დღესდღეობით ეიფელი არის 300 მეტრიანი რკინის კოშკი რომელიც წელიწადში 5, 5 მილიონ ტურისტს იზიდავს. ფასადი ![]() მშენებლობის პროცესი ![]() რესტორანი კოშკში ![]() ვერსალის სასახლე ვერსალი პარიზის გარეუბანია, დაახლოვებით 20 კილომეტრში, სასახლის აგების დროს ვერსალი იყო სოფელი . სასახლე აგებულია ( გოთურ, რენესანსულ, ბაროკოს) სტილში, სასახლეში ვხვდებით ხელოვნების ყველა ეპოქის ელემენტებს, გამოყენებულია ასევე სხვადასხვა ქვეყნის სტილებიც. მნიშვნელოვანი ღირსშენასიშნაობაა სასახლის ბაღი რომელიც 800 ჰექტარზეა გადაჭიმული და ევროპაში საუკეთესოდ ითვლება, ბაღში ხარობს უიშვიათესი მცენარეულობა, აქ ვხვდებით 50-მდე სადრევანს და 2000-ზე მეტ ქანდაკებას. ფასადი ![]() ![]() სასახლის ბაღი ![]() ინტერიერი ![]() ![]() ლუვრის მუზეუმი ლუვრი არის ყველაზე განთქმული და დიდი მუზეუმი მსოფლიოში, აქ დაცულმა უმნიშვნელოვანესმა ექსპონატებმა განაპირობა ის რომ ამ ადგილს წლიურად 8 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავს. ლუვრის მუზეუმი განთავსებულია პარიზის ყოფილ სამეფო სასახლეში, მის წინ მოედანზე ამჟამად აღმართულია ლუვრის შუშის პირამიდა რომელიც ტურისტებს განსაკუთრებით უყვართ, ასევე ტურისტებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპონატი ლეონარდო და ვინჩის- “მონა ლიზაა'' რომელიც აქ ინახება. ფასადი ![]() ![]() ინტერიერი ![]() ![]() პერ-ლაშეზის სააფლაო ამ სასაფლაოს წლიურად უამრავი მნახველი ყავს, მათ სურთ თავიანთი თვალით ნახონ იმ ადამიანების საფლავები რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს საფრანგეთის აღორძინებაში, აქ არის დასაფლავებული ისეთი ადამიანები როგორებიცაა: შოპენი, ანრი ბარბიუსიი, ამადეო მოდილიანი და სხვანი. შესასვლელი ![]() მოდილიანის საფლავი ![]() ტრიუმფალური თაღი ტრიუმფალური თაღი საუკეთესო შედევრია და გამორჩეულია სხვა ქალაქების ტრიუმფალური თაღებისგან, იგი უდიდესია ევროპაში, სიმაღლეში კი 50 მეტრს აღწევს. ფასადი ![]() ხედი ზემოდან ![]() 1902 9-ს მოსწონს
|