სიახლეები მტირალა ჯარისკაცები, რომლებსაც ჯარში წასვლის ეშინიათ! 2015, 6 ივნისი, 22:48 11 მაისს დილით რომ გაიღვიძეს, მათ შოკისმომგვრელი მოწვევა დახვდათ.
37 000 ახალგაზრდა, რომლების ასაკებიც 19 დან 26 წლამდე იცვლებოდა,
ლიტვაში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოიძახეს.
შოკისმომგვარელი სიახლე იყო ეს ამ ახალგაზრდებისთვის, რადგან ლიტვაში
სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმებული იყო რამოდენიმე წელია. 11 მაისს ლიტვის მთავრობამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, იმის შესახებ რომ ქვეყანაში სამხედრო სავალდებულო სამსახური ისევ დაწესდა. 37 000 ახალგაზრდიდან უმეტესობას ჯარში წასვლა არ უნდოდათ და ეს მათთვის ნამდვილი ჯოჯოხეთის ტოლფასი იყო. ინტერვიუ ერთ-ერთ ჯარისკაცთან.... " ჯარი ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია, არ ვიცი რა ვქნა, როგორ მოვიქცე?ეს ხომ ქვეყანაში არ არსებობდა? როგორ გაჩნდა? რა ხდება ქვეყანაში? საოცარია, მაგრამ ჩემთვის ეს ნამდვილად უბედური შემთხვევაა.... ვაღიარებ რომ მეშინია, ვაღიარებ რომ ვტირივარ, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ყველაზე ცუდი სიურპრიზი იყო რაც კი დილით დამხვედრია ცხოვრებაში". ზუსტად 14-მა ჯარისკაცმა ჟურნალისტების თანდასწრებით იტირა. ინტერვიუ ერთ-ერთ მტირალა ჯარისკაცთან... "წარმოუდგენელია, არ ვიცი რა უნდა ვქნა აწი, ძალიან ცუდ დღეში ვარ, ცხოვრებაში ასეთ გასაჭირში არასოდეს ვყოფილვარ, მეშინია.... ძალიან მეშინია ჯარის! ეს ხომ ევროპული ქვეყანაა, რა საჭირო იყო ლიტვაში ჯარი? ძალიან ვნერვიულობ მგონი დროულად პროტესტი უნდა გამოვუცხადოთ მთავრობას, რათა ეს კანონი ამოღებულ იქნეს ლიტვის საკანონმდებლოდან". 11 მაისი ლიტველი ახალგაზრდებისთვის ნამდვილად ცუდი დღე იყო როგორც ჩანს, მთავრობამ და ძალიან ბევრმა მოქალაქემ ამ ლიტველ ახალგაზრდებს მშიშრები, "ქათმები" და "დედიკოს ბიჭები" უწოდეს. 1068 14-ს მოსწონს
|