x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ანტიქრისტე
სიტყვა “ანტიქრისტე” შედგება ორი ბერძნული სიტყვისგან – “ანტი” (საწინააღმდეგო) და “ქრისტე”. ბუკვალური თარგმნით “ანტიქრისტე” ნიშნავს ქრისტეს მოწინააღმდეგეს.


image


როგორც მაცხოვრის სახელ “იესუს”- ს, ასევე “ანტიქრისტეს”, წმ. წერილის მიხედვით, გააჩნიათ ზოგადი და კერძო მნიშვნელობა. ზოგადი მნიშვნელობით, სახელი იესუ ერქვა მრავალ ძველაღთქმისეულ წმინდანს: იესუ ნავეს ძეს, იესუ ზირაქის ძეს, და სხვა. კერძო მნიშვნელობით კი, წმიდა სახელი “იესუ” განეკუთვნება მხოლოდ ჩვენს უფალსა და მაცხოვარს იესუ ქრისტეს. მთავარანგელოზი გაბრიელი ასე ეუბნება ყოვლადწმიდა ქალწულს: “და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ (ლუკა 1:31).”


image



გამოთქმა ანუ სიტყვა “ქრისტე”, ასევე ორგვარი აზრით უნდა გავიგოთ. ზოგადი აზრით, ბერძნული სიტყვა “ქრისტე”, საერთოდ, ნიშნავს ღმრთის ცხებულს. ქრისტეებად ძველ აღთქმაში იწოდებოდნენ ებრაელი მეფეები, რომელთაგან პირველი იყო საული. ” უთხრა თავის ხალხს: ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის ცხებულია იგი” (1 მეფ. 24:7; შეად. 26:16). მეფეთა მეორე წიგნში მეფე დავითი ასე მიმართავს საულის მკვლელს: “უთხრა მას დავითმა: როგორ გაბედე და აღმართე ხელი უფლის ცხებულის დასაღუპად?” (2 მეფ. 1:14). “არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს” (ფსალმ. 104:15; შეად. ფსალმ. 83:10), ბრძანებს სულიწმიდა ფსალმუნთმგალობელის პირით.





ამგვარად, ზოგადი აზრით, ანტიქრისტეები შეიძლება ვუწოდოთ ქრისტიანთა ყველა მადევარი და მტანჯველი, რომლებიც მრავლად იყვნენ ქრისტეანობის პირველ პერიოდში (მაგალითად: ტიბერიუსი, ნერონი, დომიციანე, ტრაიანე, ადრიანე, ჰელიოჰაბალი, მაქსიმიანე, დიოკლეტიანე, ივლიანე განდგომილი და მრავალი სხვა). მათვე განვაკუთვნებთ მრავალრიცხოვან მწვალებლობათა დამფუძნებლებსა და სქიზმათა მოქმედთ თავიანთი მიმდევრებითურთ, როგორებიც იყვნენ: სიმონ მოგვი, არიოზი, მაკედონიუსი, ნესტორი, საველიუსი, აპოლინარი და სხვები.


image


ყველა ისინი არიან ანტიქრისტეები, რამეთუ მათგან _ ერთნი დევნიდნენ და ავიწროებდნენ ქრისტეანთ, სხვები ამახინჯებდნენ ქრისტეანულ სწავლებებს საკუთარი გამონაგონით, თესავდნენ ღვარძლსა და განხეთქილებას მართლმადიდებლურ ეკლესიაში. სწორედ ამდაგვარ ანტიქრისტეებზე ბრძანებს იოანე ღვთისმეტყველი თავის პირველ ეპისტოლეში: “საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად. ამით იცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არის. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად” (1 იოანე 4:1-3). და კიდევ: “ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია.



2
280
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
280
  
2015, 6 ივნისი, 21:56
:დ :დ. რავი ესეთი თემები მიზიდავს
2015, 6 ივნისი, 21:12
ვაიი, რა ხდება დღეს, ჯერ მოჩვენებებიო, ახლა ანტიქრისტეო, ხო მშვიდობა გაქვს? :)) ეს ისე, ხუმრობით. სტატია მომეწონა და გავაზიარე.
0 1 2