x
image
მანჩო 777
ათი საყოველთაოდ გავრცელებული მითი ალკოჰოლის შესახებ
ჩვენი წარმოდგენა და შეხედულება უამრავ საჭირბოროტო საკითხზე ძირითადად ჩამოყალიბებულია ადამიანების მიერ. გინდათ ეს თუ არა, სუფთა ინდივიდუალური ნაკლებადაა ადამიანში. უამრავი რამ, რასაც ჩვენ ვფიქრობთ და განვიცდით - გარემომცველი გარემოს მოქმედებისა და ზეგავლენის შედეგია.

იმისათვის, რომ სიმართლე დეზინფორმაციისაგან განასხვავოთ, გამუდმებული ყურადღებაა საჭირო და გადამოწმება თითოეული ფაქტისა, რომელიც თვალში ხშირად გხვდებათ. მაგალითად, ხალხში არსებობს ბევრი მტკიცებულება და საყოველთაოდ მიღებული წესები, რომლებიც ალკოჰოლს და მის გამოყენებას ეხება. მოდით გავარკვიოთ, რაა მათგან სიმართლე და რა -ტყუილი.


მაშ ასე, თქვენს წინაშეა ათი საყოველთაოდ გავრცელებული მითი ალკოჰოლის შესახებ.


1. ყავა აფხიზლებს



image

თქვენ მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდებით, როცა ორგანიზმი საბოლოოდ გადაამუშავებს და გამოყოფს ალკოჰოლს, რაც შეეხება ყავას, ის მხოლოდ და მხოლოდ გეხმარებათ სიმთვრალის ერთ-ერთი სიმპტომის - ძილიანობის შესუსტებაში.



2. აბსენტი იწვევს ჰალუცინაციებს


image

ბევრი ადამიანი თვლის, რომ ტუიონი, რომელსაც აბსენტი შეიცავს, აუცილებლად იწვევს ჰალუცინაციებს, თუმცა ამ სასმელის თანამედროვე ვარიანტი შეიცავს 25-ჯერ ნაკლებ ტუიონს, ვიდრე ეს იყო 100 წლის წინათ. თანამედროვე მედიცინაც იხრება იქეთ, რომ ეს ნივთიერება ჰალუცინაციების გამომწვევი სულაც არაა, ეს თვისება შეიძლება ჰქონოდა რომელიმე სხვა ბალახს, რომელიც წინათ შედიოდა აბსენტის შემადგენლობაში.



3. გრადუსის შემცირება მავნებელია ორგანიზმისათვის


image

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალკოჰოლის მიღების დროს არა აქვს არავითარი მნიშვნელობა, უმატებთ გრადუსს თუ უკლებთ - ეს მცირედით თუ იმოქმედებს თქვენს მდგომარეობაზე. ორგანიზმი უბრალოდ ძალიან ცუდად ეგუება სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელის მიღებას, ამიტომ უმჯობესია შეჩერდეთ ერთი სახის კონკრეტულ სასმელზე (იქნება ეს ღვინო, არაყი თუ ლუდი) და არ აურიოთ ერთმანეთში ისინი.



4. გამჭვირვალე ალკოჰოლურ სასმელი არ იწვევს ნაბახუსევს


image

თუ მცირე რაოდენობით მიირთმევთ გამჭვირვალე ალკოჰოლურ სასმელს (მაგალითად, არაყს), რა თქმა უნდა, ნაკლები გვერდითი მოვლენები ექნება, რადგან ასეთ სასმელში გაცილებით მცირე რაოდენობითაა სპირტული დუღილის თანმდევი პროდუქტები, მაგრამ თუ გადააჭარბებთ, უკვე მნიშვნელობა არ ექნება, თუ რა ფერისაა ალკოჰოლი - დილით მაინც ცუდ ხასიათზე გაიღვიძებთ.



5. ღია ფერის ლუდი ნაკლებად მაგარია, ვიდრე შავი ლუდი


image

თითოეული ადამიანი, ვინც კი ლუდში კარგად ერკვევა, დასცინებს მას, ვინც ამ აზრს გამოთქვამს. ლუდის ფერის მიხედვით მხოლოდ მისი ხარისხი შეიძლება გავარჩიოთ, მაგრამ არა მისი სიმაგრე. ლუდი მით უფრო მაგარია, რაც უფრო მეტ სვიას შეიცავს ის.


6. ლუდის დიდი რაოდენობით მიღება მუცლის (ღიპის) ზრდას იწვევს


image

ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი დიდ რაოდენობით შაქარს შეიცავს და ლუდი სულაც არაა გამონაკლისი. უბრალოდ უნდა აკონტროლოთ მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა-იქნება ეს ლუდი და თუ სხვა სასმელი.



7. ერთი და იგივე სიმაღლისა და წონის ქალს და მამაკაცს ერთნაირად შეუძლიათ დალევა


image

მამაკაცის წონის და სიმაღლის ქალი მაინც ადრე თვრება, ვიდრე კაცი. მეცნიერები ამას ხსნიან მათი ორგანიზმის კუნთოვან-ცხიმოვანი ქსოვილების აგებულებას შორის სხვაობით, რის გამოც მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა სისხლში გაცილებით მეტი ალკოჰოლი გროვდება, ვიდრე მამაკაცების სისხლში.



8. ალკოჰოლიანი და ენერგეტიკული სასმელების ნარევი ძლიერ თრობას იწვევს


image

სინამდვილეში ალკოჰოლზე ენერგეტიკული სასმელის დამატებით სისხლში სპირტის რაოდენობა სულაც არ იმატებს, მაგრამ ენერგეტიკული სასმელი კარგად "შეანჯღრევს" ალკოჰოლისაგან მოთენთილ და მიძინებულ თქვენ სხეულს და მოგანდომებთ დოზა კიდევ დაამატოთ, რაც, რასაკვირველია, ძლიერ თრობას გამოიწვევს.



9. სიმთვრალის დროს ღებინება აფხიზლებს ადამიანს


image

ღებინება სულაც არ ახდენს გავლენას იმაზე, თუ რა სიჩქარით გამოყოფს ადამიანის სხეული ალკოჰოლს, მაგრამ მას შეუძლია შეასუსტოს ინტოქსიკაციის პროცესი.



10. ალკოჰოლი კლავს ტვინის უჯრედებს


image

გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსისათვის" მიცემულ ინტერვიუში მედიცინის დოქტორმა რობერტ პეტნეიმ განაცხადა, რომ ინტოქსიკაციის შემთხვევაში ალკოჰოლს მართლაც შეუძლია დაანგრიოს თქვენი ტვინის ფუნქცია, აზიანებს რა ნათხემში დენდრიტებს შორის კავშირს. ეს რამდენადმე ასუსტებს ნეირონებს შორის კომუნიკაციას, მაგრამ სულაც არ შეუძლია გაანადგუროს ტვინის მთელი უჯრედები.



p.s. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, იყავით ზომიერნი ალოკოჰოლური სასმელის მიღების დროს! გახსოვდეთ, რომ ყველაზე საუკეთესო ხარისხის ღვინოც კი მცირე რაოდენობით - წამალია, ხოლოდ დიდი რაოდენობით - საწამლავი!!!

5
243
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
243
  
2015, 6 ივნისი, 16:38
ექიმმა მითხრა ერთი ხუთიანიო მეტი არაო მერე უკვე მავნებელია
2015, 6 ივნისი, 16:33
მავნებელია ლუდიო., ხომ გითხრეს?
2015, 6 ივნისი, 16:17
კაი იყოს ლუდი მარა სადაა :)
2015, 6 ივნისი, 16:06
პივა არაა ქართული ლუდი ჰქვია ქართულად :)
2015, 6 ივნისი, 16:00
ყველაზე ძან პივაზე მომეწონა მაგარია მანჩო:)
0 1 5