საზოგადოება კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავის 2“-ს დაკორექტირებული ვიდეო რგოლის განთავსება დაავალა 2015, 6 ივნისი, 13:43 როგორც „ვინიუსს“ კომისიიდან აცნობეს, საკითხის განხილვა კომისიამ 2015 წლის 24 აპრილს დაიწყო. ფონდმა ტელეკომპანიებს „რუსთავის 2“-ს და „თრიალეთს“ მათ სამაუწყებლო ბადეებში განსათავსებლად სოციალური რეკლამის ვიდეო რგოლი მიაწოდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ფონდს სარეკლამო რგოლის დაკორექტირება მოსთხოვა, ტელეკომპანია „თრიალეთმა“ კი „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ განცხადება უპასუხოდ დატოვა, რასაც არ ეთანხმებოდა ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ და საკითხის განხილვის თაობაზე განცხადებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მომართა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ტელეკომპანია „თრიალეთმა“ სარეკლამო რგოლი განათავსა, ამიტომ წარმოება „თრიალეთის“ მიმართ შეწყდა.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის და „თრიალეთის“ წინააღმდეგ შემოტანილი საჩივარის განხილვა დაასრულა. კომისიის გადაწყვეტილებით, ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს“ სოციალური რეკლამის კორექტირება დაევალა, ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ს კი კორექტირებული სარეკლამო რგოლის განთავსების ვალდებულება დაეკისრა.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის არგუმენტაცია და ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს“ სარეკლამო რგოლში - „გაიგე რას ჭამ“, სპირტიანი სასმელის ჩვენების ნაწილში ვიდეო რგოლის კორექტირება მოსთხოვა, რაც შეეხება არგუმნტს, რომ სოციალურ კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების სახელწოდებების, ლოგოს და საკონტაქტო ინფორმაციის სარეკლამო რგოლში ჩვენებით ხდება ამ ორგანიზაციების საქმიანობის რეკლამირება, კომისიამ „რუსთავი 2“-ის ეს პოზიცია არ გაითვალისწინა.რაც შეეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მიერ დამზადებულ სარეკლამო რგოლში - „გაიგე რას ჭამ“, წარმოჩენილი იყო სხვადასხვა საკვები და სასმელი, მათ შორის ალკოჰოლური, ასევე სოციალურ კამპანიაში ჩართული რამდენიმე არასამთვრობო ორგანიზაციის, მათ შორის ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“, სახელწოდება, ლოგო და საკონტაქტო ინფორმაცია. ტელეკომპანიის პოზიციის თანახმად, მაგარი სპირტიანი სასმელის რეკლამირება ნებისმიერი სახით იქნება ეს კომერციული თუ სოციალური რეკლამა დაუშვებელია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად და ასევე, მათი განმარტებით, ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მიერ წარმოდგენილი ვიდეო რგოლი არ უნდა შეფასდეს, როგორც სოციალური რეკლამა, ვინაიდან იგი წარმოადგენს ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საქმიანობის რეკლამირებას. 92 2-ს მოსწონს
|