ჯანმრთელი კვება ლამაზად გაფორმებული საკვები "უჭმელი" ბავშვებისთვის 2015, 5 ივნისი, 22:42 თუ თქვენ "უჭმელი" ბავშვი გყავთ და ვერანაირად შეაყვარეთ ესა თუ ის საკვები, ხილი თუ ბოსტნეული, არსებობს შრომატევადი, თუმცა სახალისო გამოსავალი; დაუთმეთ მეტი დრო ბავშვისთვის განკუთვნილ თეფშზე საკვების სახალისოდ გაფორმებას და შედეგს აუცილებლად მიიღებთ. გამოთქმას "თვალი ჭამს" ყველაზე კარგად საკვების მიმართ ბავშვების დამოკიდებულება ამართლებს. რათქმაუნდა, ბრძენმა ბავშვებმა უფროსებზე კარგად იციან, რომ საკვები არამარტო სხეულის, სულის საკვებიც უნდა იყოს :) ბავშვების თვალს კი ყველაფერი ლამაზი და საინტერესო მოსწონს. მაგალითად, მსგავსად გაფორმებული კერძები; შექმენით ბავშვის საყვარელი ანიმაციური გმირის, მომღერლის, ან მსახიობის ფიგურა საკვებით. სასარგებლოდ მართეთ პატარების ემოციები და გარწმუნებთ, ბავშვი "უჭმელი" აღარ იქნება. 348 8-ს მოსწონს
|