სხვა ჩინელმა ავტომობილში 4 ტონა ხურდა ფული გადაიხადა 2015, 5 ივნისი, 12:27 ჩინელმა 106 000$-ად ღირებულ ავტომობილში ხურდა ფული გადაიხადა. ჩინეთში, ქალაქ შენიანში მაცხოვრებელმა მამაკაცმა გვარად განმა შეიძინა ავტომობილი, რომელშიც 660 000 იუანი(106 ათასი$)გადაიხადა.ადგილობრივ ავტოსალონს მან თანხა ხურდა ფულით გადაუხადა. მამაკაცმა ავტოსალონში 1320 შეკვრა ხურდა ფული სატვირთოთი მოიტანა, რომლის წონამაც 4 ტონა შეადგინა. ფულის გადაზიდვაში 10 გამყიდველი მონაწილეობდა. ქაღალდის ფულით განმა მხოლოდ 3200$ გადაიხადა, იუწყება The Shanghaiist. კითხვაზე თუ საიდან დააგროვა ამდენი ხურდა ფული, განმა ასე უპასუხა: მუშაობს ბენზინგასამართ სადგურში, ხურდა ფულს მძღოლებისგან ნაჩუქარ "ჩაით" აგროვებდა, როგორც მან აღნიშნა, მობეზრდა ბანკში სიარული და მუდმივად ფულის გადახურდავება.რამდენი წელი მოუნდა ხურდის შეგროვებას უცნობია, თუ რა მარკის ავტომობილი შეიძინა არც მაგას მიუთითებს გამოცემა. თუმცა The Shanghaiist-ი აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა.მარტის თვეში პროვინცია ფუძიამას მაცხოვრებელმა შეიძინა ბინა 100 000$-ად და მანაც მთლიანად ხურდა ფულით გადაიხადა. 324 7-ს მოსწონს
|