სხვა 15 კურიოზული შემთხვევა, როდესაც ადამიანებმა დავალება უკუღმა შეასრულეს 2015, 3 ივნისი, 18:47 რა თქმა უნდა, შეუმცდარი არავინაა და ყველა ჩვენგანს მოგვსვლია რაიმე შეცდომა, მაგრამ შეცდომები, რომლებიც ამ ადამიანებმა დაუშვეს, კურიოზულია და გასაოცარი. მათ მისცეს დავალება, რომელსაც თავი ვერ გაართვეს, უფრო მეტიც: თუ მათი შრომის შედეგს ნახავთ, გულიანად გაგეცინებათ და გაიფიქრებთ, რომ ადამიანის ფანტაზიას და სიბრიყვეს საზღვარი არა აქვს.
მაშ ასე, თქვენს წინაშეა ფოტოსურათებით გადმოცემული 15 კურიოზული და სახალისო შემთხვევა, როცა ადამიანებმა დავალება "ჩააფლავეს".
1. წარწერა "კვერცხები" აქ ნამდვილად უადგილოა. ნეტავ, რა სახის კვერცხები ჰქონდა მხედველობაში ამ აბრის გამკვრელს? 2. საწარმოო კურიოზი სიელმის დიაგნოზით 3. აი მესმის ხელოსანი, ზუსტად მიუგნია დეტალებისათვის 4. გაუმარჯოს ორპირ ქარს....ზაფხულში კარგი იქნება ამ ბინაში ცხოვრება, მაგრამ ზამთარში? 5. ამ ჩანთის დიზაინერი ნამდვილად ვერ ერკვევა, რა განსხვავებაა ბეტმენსა და სუპერმენს შორის 6. ძალიან მოსახერხებელი ჩამოსასხმელია წვენი აქედან..ვერაფერს იტყვი 7. როგორც ჩანს, ჩამოსხმის პროცესში ვიღაცას ერთი ბოთლი "კოკა-კოლა" შემთხვევით დაელია 8. "Get ready for winter"- ითარგმნება როგორც "მოემზადე ზამთრისათვის"... ეტყობა, პლაჟის სეზონი აქ ზამთარში იწყება 9. ამ ქვაფენილის დამგებს სკოლაში გეომეტრიასა და ხაზვაში აშკარად ორიანი ჰყავდა 10. ერთი ნახევარი ვერტიკალურია, მეორე - ჰორიზონტალური 11. "carrots"-სტაფილოა, ჩემო ძვირფასო მკითხველო. ეტყობა, ეს სტაფილოს ახალი ჯიშია, რომელიც ძალზედ წააგავს პომიდორს 12. ამ კიბის დამპროექტებელი მე-80-ე დონის არქიტექტორია 13.. ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნით დიდად ვერ დავიკვეხნი, მაგრამ "Airthday"? 14. ასეთი უცნაური რამ გინახავთ? - აქ ფეხები უნდა გაუყაროთ თუ ხელები? 15. Rolex-ის ფირმის ეს საათი აი ასე გამოიყურება...ეტყობა, ფირმაში ცუდად ერკვევიან, როგორ იწერება რომაულად ციფრი 4 8596 17-ს მოსწონს
|