სხვა სადილი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მიირთვათ - ყველაზე რომანტიკული და უცნაური რესტორნები მსოფლიოში 2016, 14 ივნისი, 17:36
ამ უცნაური რესტორნების მონახულება სიცოცხლეში ერთხელ მაინც ღირს, მერე რა, რომ ერთი სადილი მინიმუმ პატარა თვითმფრინავის ფასად დაგიჯდებათ, სამაგიეროდ იქ მიღებული გასაოცარი შეგრძნებები მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ..
საქმე მხოლოდ კერძების მრავალფეროვნებას და გემოს არ ეხება - აქ მთავარია ადრენალინი...მოკლედ, თქვენ თვითონ განსაჯეთ, ღირს თუ არა ათასების გადახდა ერთ სადილში მხოლოდ მძაფრი შეგრძნებების მისაღებად.
მაშ ასე, თქვენს წინაშეა ყველაზე ექსტრემალური და ორიგინალური რესტორნები მსოფლიოში. Le Panoramic, შამონი-მონბლანი, საფრანგეთი ამ რესტორნამდე მიღწევა მხოლოდ საბაგირო გზითაა შესაძლებელი, თუმცა ეს ამად ღირს. სადილი ან ვახშამი ალპების დიდებული მთების ფონზე დაუვიწყარ მოგონებად დარჩება თქვენს მეხსიერებაში. Grotta Palazzese, პულია, იტალია რესტორანი მოთავსებულია გამოქვაბულში და ის პირდაპირ გადაჰყურებს ადრიატიკის ზღვას. მენიუშია ზღვის ყველაზე გემრიელი და სათუთად შერჩეული პროდუქტები. The Rock, ზანზიბარი, ტანზანია რესტორანი მდებარეობს ციცქნა კუნძულზე. აქ სულ 12 მაგიდაა და რა თქმა უნდა, ყველა მათგანიდან ხედი ოკეანეზე იშლება. La Escondida, ოკოიაკაკი, მექსიკა ეს არის სამოთხის ნაწილი, მდებარე მეხიკოსა და ტოლუკუს შორის. ამბობენ, რომ აქ მთელ ქვეყანაში საუკეთესო მექსიკური სამზარეულოა. Fangweng, იჩანგი, ჩინეთი რესტორანი-გალერეა მიკრულია მაღალ, სალ კლდეზე, რომლის ქვეშაც მდინარე იანძი მიედინება. მათ, ვისაც სიმაღლის შიში გაწუხებთ, აქ მოხვედრას არ გირჩევდით. Ali Barbour's Cave Restaurant, დიანი ბიჩი, კენია გახამებულ სუფრებგადაფარებული მაგიდები დგას უზარმაზარი, უხეში ქვის შორიახლოს. დღის შუქი აქ მხოლოდ ჭერში არსებული ბუნებრივი ჭუჭრუტანიდან აღწევს. Kiz Kulesi, სტამბოლი, თურქეთი რესტორანი, რომელიც ძველისძველ კოშკში მდებარეობს, ყველა მხრიდან ბოსფორის ყურეს გაჰყურებს. რაღა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე რომანტიკული დაწესებულება სტამბოლში. Le Jules Verne, პარიზი, საფრანგეთი რომელ თქვენგანს არ უოცნებია რომანტიკულ ვახშამზე ეიფელის კოშკის წვეროზე? აქ დაგხვდებათ გასაოცარი გარემო და შესაბამისი ფასები. სპეციალური ლიფტი თავიდან აგაშორებთ უხერხულობას, საათობით იდგეთ რიგში უბრალო მოკვდავებთან ერთად. Ascher, ვასერაუენი, შვეიცარია ვახშამი შესანიშნავი ალპური ხედებით დასაწყისშივე გპირდებათ თავგადასავლებს. რესტორნამდე მისვლა საბაგირო გზის სადგურიდან მხოლოდ საცალფეხო ბილიკითაა შესაძლებელი. Duck&Waffle, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი ბრიტანეთში ყველაზე მაღალ ადგილას მდებარე რესტორანი მუშაობს 24 საათის განმავლობაში. ასე რომ, თქვენ თვითონ შეგიძლიათ შეარჩიოთ, დღე-ღამის რომელ მონაკვეთში ისურვებთ ლონდონის ხედებით დატკბობას და გემრიელი დელიკატესების გასინჯვას. Ithaa Undersea Restaurant, რანგალის კუნძული, მალდივი ესაა წყალქვეშა რესტორანი მინის ჭერითა და კედლებით. ვახშმის დროს თქვენს თვალწინ გადაიშლება ოკეანის ბინადართა ცხოვრება ველურ პირობებში. Unkai Terrace, ტოკაჩი, იაპონია რესტორანი ზღვის დონიდან 1000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ადგილობრივი კლიმატის თავისებურების გამო პირდაპირ მოტრაპეზეების ფეხებქვეშ იშლება ღრუბლები, რომლებიც ტერასის იატაკზეა დაფენილი. Piz Gloria, მიურენი, შვეიცარია რესტორანს ყველაზე ხშირად ბონდიანას ფანატები სტუმრობენ: სწორედ აქ მიმდინარეობდა 1969 წელს ფილმის "მისი უდიდებულესობის სამსახურში" გადაღებები. აქვე მდებარეობს პატარა მუზეუმი, რომელიც აგენტ 007-ს ეძღვნება. The Jane, ანტვერპენი, ბელგია ეს არს ჰოსპიტლის უძველესი სამრეკლო, სულ ცოტაოდენი ხნის წინ გადაკეთებული რესტორნად. დაწესებულებამ მისი დიზაინისა და არქიტექტურისთვის არაერთი პრიზი დაიმსახურა. The Grotto, კრაბი, ტაილანდი მაგიდები დგას პირდაპირ პლაჟზე, ფრიალო კლდეების გარემოცვაში. ეს ალბათ მსოფლიოში საუკეთესო ადგილია ხელის სათხოვნელად. El Farallon, კაბო სან ლუკასი, მექსიკა საუცხოო ზღვის სამზარეულო და არანაკლებ მომხიბვლელი ხედები წყნარი ოკეანისა, გაფორმება მექსიკურ სტილში და რომანტიკული განათება საბოლოოდ ასრულებენ იმ მაგიას, რომელიც ამ რესტორანში მოსულ სტუმარს დახვდება. პ.ს. ყველა თქვენგანს ვუსურვებ, ამ საუცხოო ადგილებიდან რამოდენიმეს მონახულება მაინც მოგეხერხებინოთ ამ ზაფხულის განმავლობაში. გისურვებთ ბედნიერ და მხიარულ ზაფხულს!!! 578 11-ს მოსწონს
|