შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ზოგიერთ საკვებ პროდუქტს, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, თურმე მზისგან დამცავი ეფექტი აქვს, ანუ ჩვენს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს. ეს ყველაფერი კი იმ ანტიოქსიდანტური ელემენტების ხარჯზე, რომელსაც ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით შეიცავს. აღნიშნული ელემენტები ქმნის ბუნებრივ ბარიერს და კანის უჯრედებს იცავს გამოსხივებისგან.
ამგვარი ანტიოქსიდანტური პროდუქტებია:
1. სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა.
წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი წიწაკის ფერი განპირობებულია ბუნებრივი პიგმენტების, კაროტენოიდების არსებობით, რომლებიც სხეულში ვიტამინ A-დ გარდაიქმნება და იცავს კანის უჯრედებს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
2. ყვითელი გოგრა.
ბულგარული წიწაკის მსგავსად ყვითელი გოგრის მზისგან დამცავი ეფექტი მასში კაროტენოიდების არსებობით აიხსნება.
3. მწიფე წითელი პომიდორი
პომიდორს წითელ შეფერილობას აძლევს ბუნებრივი ანტიოქსიდანტური პიგმენტი, ლიკოპენი, რომელსაც სხვა სასარგებლო თვისებებთან ერთად მზის სხივებისგან კანის დაცვის ფუნქციაც აქვს.
4. საზამთრო.
პომიდორის მსგავსად საზამთროც შეიცავს იმავე ანტიოქსიდანტურ პიგმენტს - ლიკოპენს.
5. მწვანე ჩაი.
ამ მრავალმხრივ სასარგებლო სასმელის მზისგან დამცავი თვისება განპირობებულია მასში არსებული ძლიერი ანტიოქსიდანტით, პოლიფენოლით. ასე რომ, ზაფხულის ცხელ დღეებში რეკომენდირებულია მისი დიდი რაოდენობით სმა.
6. კაკაო.
ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ კაკაოსაც გააჩნია მზისგან დამცავი ფუნქცია, რაც მასში არსებულ რამდენიმე ანტიოქსიდანით არის გამოწვეული.
7. ლურჯი და იისფერი კენკრა.
ამგვარი შეფერილობის კენკრაში არის ბუნებრივი იისფერი პიგმენტი - ანტოციანინი, რომელსაც ანტიოქსიდანტური თვისება აქვს.
8. თევზი
თევზი არის ცხიმოვანი მჟავას, ომეგა-3-ის წყარო, რაც აჯანსაღებს კანის უჯრედებს.