x
image
natia.a
როდის იქცევა ჩვეულებრივი ხალი მომაკვდინებელ სიმსივნედ - დაიმახსოვრეთ ეს ნიშნები, ამით სიცოცხლეს იხსნით!
ხალის არსებობა, თავისთავად არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს: სხვადასხვა ფერის, ზომისა თუ ფორმის ხალები ყველა ადამიანს აქვს. მაგრამ სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, ეს თითქოსდა უვნებელი ლაქები, შესაძლოა ავთვისებიან სიმსივნედ, მელანომად გარდაიქმნან და ლეტალური შედეგიც კი გამოიწვიონ.


image
ხალი პიგმენტური ლაქაა, რომელშიც თავმოყრილია მელანოციტები. ეს უკანასკნელნი პასუხისმგებლები არიან მელანინის გამომუშავებაზე, მელანინი კი, თავის მხრივ, კანის პიგმენტაციაზეა პასუხისმგებელი. ხალების გარკვეული ნაწილი აბსოლუტურად ბრტყელია, ნაწილი კი ოდნავ ამოზნექილი.

ხალის მელანომად გარდაქმნის რისკ-ჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებიც:


- იმყოფებიან ორგანიზმის ჰორმონალური გარდაქმნის მდგომაროებაში (კლიმაქსი, ორსულობა, ახალი მოლოგინებული ან ახალი გაკეთებული აბორტი);
- აქვთ ღია კანი და ღია ფერის თმა გაქვთ;
- აქვთ ჟღალი თმა და ბევრი ჭორფლი;
- აქვთ ხალი, რომელიც რეგულარულად იღებს ტრავმას (ღვედი, სავარცხელი, საცვლების შესაკრავი);
- ხშირად ირუჯებიან, სტუმრობენ სოლარიუმებს და არ იყენებენ მზისგან დამცავ კრემებს;
- ცხოვრებაში 5 ჯერზე მეტჯერ აქვთ გადატანილი მზისგან დამწვრობა;
- აქვთ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ხალი, რომელთაგან გარკვეული ნაწილის ზომა 6 მმ-ზე მეტია;

- ახლო ნათესავებიდან ვინმეს უკვე ქონდა მელანომას დიაგნოზი.

ქალებს მელანომები უფრო ხშირად ფეხებზე უვითარდებათ, მამაკაცებს კი - ზურგისა და მუცლის კანზე. ყველაზე იშვიათად ისინი სახეზე ვითარდება.



image(სურათზე: მელანომა)

საშიში ხალის გამოსავლენად აუცილებელია ვიცოდეთ ის ნიშნები, რომლებზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ამ ნიშნების ადვილად დამახსოვრების სპეციალური სისტემა არსებობს, რომელსაც, სხვაგვარად "ABCDE" სისტემასაც უწოდებენ და მისმა ცოდნამ, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლე იხსნას:

A (asymmetry) - ასიმეტრია. ნორმაში ხალი უნდა იყოს სწორი მრგვალი ან ოვალური ფორმის. ასიმეტრიულობის შემჩნევა შესაძლოა მიუთითებდეს იმას, რომ ხალმა მელანომად გარდაქმნა დაიწყო. შესამოწმებლად წარმოსახვითი ხაზები გაავლეთ ხალის შუაგულიდან, თუ ორივე ნაწილი სიმეტრიულია, მაშინ არაფერზე იდარდოთ. თუ პირიქით - მაშინ აღელვების მიზეზი გაქვთ.

B (border irregularity) - არაზუსტი საზღვარი. ნორმალური ხალის საზღვარი ზუსტი უნდა იყოს. თუ იგი ფრაგმენტული და გაურკვეველია, ეს უკვე შემაშფოთებელი ნიშანია.

C (color) - ფერი. ნორმაში მყოფი ხალი ერთფეროვანი შეფერილობის უნდა იყოს და ფერს არ უნდა იცვლიდეს. თუ ღია ყავისფერი ხალი შავად გარდაიქმნა და ზოგადად, ფერი შეიცვალა, ექიმთან ვიზიტი აღარ უნდა გადადოთ.

D (diameter) - ნებისმიერი ხალის ზომაში გაზრდა საშიში ნიშანია. საშიშად ითვლება ასევე ხალი, რომლის ზომა 6 მმ-ზე დიდია.

E (evolving) - ცვლილება. ხალების ნებისმიერი ცვლილება - ბზარების გაჩენა, სისხლდენები, ბეწვები, ტექსტურის შეცვლა - შეშფოთების მიზეზია.



image(სურათზე:მელანომას განვითარების ეტაპები)

ასე რომ, თუ რომელიმე ზემოჩამოთვლილი ნიშნიდან შენიშნეთ, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ, რადგან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხალმა უკვე დაიწყო საშიში ნიშნების გამოვლენა, ადრეულ ეტაპზე ყველაფერი უბრალო მინი-ოპერაციით შეიძლება დასრულდეს. საფრთხე იქმნება მაშინ, როცა სიმსივნედ გარდაქმნილი ხალის მოკვეთა დაგვიანდება.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ცხვირიდან სისხლდენის შეჩერებისას არ ჩაიდონოთ ეს საბედისწერო შეცდომა! - ეს ბევრმა არ იცის!

image

2. რას ნიშნავს სხეულზე გაჩენილი ეს წითელი წერტილი და როდის არის საშიში - ეს ბევრმა არ იცის!

image

3. გაფრთხილდით! ეს დაავადება საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვრცელდება - იცოდეთ, როგორ დაიცვათ

image

4. რატომ არ ავადდებიან ათონელი ბერები კიბოთი - აღმოჩენა, რომელმაც მსოფლიო გააოცა!

image

5. ფრთხილად! საშვილოსნოს კიბოს 7 ნიშანი - აუცილებლად დაიმახსოვრეთ!

image




0
8903
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
8903
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0