x
image
natia.a
ცნობილი ფილმები, რომლებშიც ისტორიული უზუსტობებია "გაპარული"

ისტორიული ფილმები ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, განსაკუთრებით ჰოლივუდის ფილმები, რომელთაგან ბევრი მაყურებლის ფავორიტიც გახდა და პრესტიჟული ჯილდოებიც მიიღო. თუმცა რამდენად არის ამგვარ ფილმებში ისტორიული ფაქტების სიზუსტე შენარჩულებული? ფაქტი ერთია, ბევრ მათგანში რეალური ეპოქა და მოვლენები შეცვლილია და არაფერი აქვს საერთო ისტორიულ რეალობასთან, ხოლო მხატვრული გმირები სრულიად განსხვავდებიან მათი ისტორიულ პროტოტიპებისგან.

გთავაზობთ რამდენიმე ცნობილ ფილმში "გაპარულ" ისტორიულ უზუსტობებს:

1. "გლადიატორი"
image

ფილმში: მხედართმთავარი მაქსიმუსი ხდება მონა, იბრძვის არენაზე, როგორც გლადიატორი და გამოიწვევს იმპერატორ კომოდს. ამარცხებს მას პატიოსან ბრძოლაში, კლავს მას და იბრუნებს თავის შეუბღალავ სახელს.
image

რეალობა: მაქსიმუსი გამოგონილი პერსონაჟია და მასზე ვერაფერს ვიტყვით. მაგრამ აი იმპერატორი კი... გარდა იმისა, რომ წვეროსან კომოდს არაფერი ჰქონდა საერთო ჰოაკინ ფენიქსთან, მისი ბიოგრაფიაც სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც რიდლი სკოტი გვთავაზობს. ნამდვილი კომოდი რომს თითქმის 13 წელი მართავდა, ფილმში კი კომოდი-ფენიქსის არაეფექტურმა მმართველობამ სულ რაღაც ორი წელი გასტანა.

ნამდვილი იმპერატორი კომოდი მართლაც იღებდა მონაწილეობას გლადიატორებთან შერკინებაში, მაგრამ მის უსაფრთხოებას ყოველთვის უზრუნველყოფდა მრავალრიცხოვანი დაცვა. დიდი შეცდომა იქნებოდა იმის გაფიქრება, რომ კომოდი არენაზე პატიოსნად იბრძოდა. სინამდვილეში ცნობილი სადისტი მხოლოდ თავმოყვარეობას იკმაყოფილებდა.
image

კომოდი უარყოფითი ისტორიული პერსონაჟი იყო, რომლის სიკვდილი სრულიად სხვანაირ გარემოებაში მოხდა: იგი აბანოში დაახრჩო ყოფილმა გლადიატორმა სახელად ნარცისმა. ეს იყო იმპერატორის პირადი მონა, რომელიც უდიდესი ფიზიკური ძალის მქონე იყო და კომოდს ხელჩართული ბრძოლის გაკვეთილებს უტარებდა. ნარცისი მოისყიდეს იმპერატორის პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა - პრეფექტმა კვინტ ლეტმა და ქალაქის ადმინისტრაციის მეთაურმა, პერტინაკსმა. მათ არ მოსწონდათ სრულიად არაადეკვატური კომოდის გეგმა, გამხდარიყო კონსული და ამით კიდევ უფრო გაეძლიერებინა თავისი ისედაც უზომო ძალაუფლება. მოწინააღმდეგეებმა იცოდნენ, რომ ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში შეშლილი მმართველის სულელურ ახირებებს სულ უფრო მეტი ადამიანი შეეწირებოდა. მტრებმა კომოდს ჯერ საწამლავი ჩაუყარეს ღვინოში, მაგრამ ამაოდ, იმპერატორზე ამან არ იმოქმედა. ამის შემდეგ კი საქმეში ნარცისი ჩართეს. ასე რომ, რეალური ამბავზე შესაძლებელი იყო რიდლი სკოტის ეპიკური ნამუშევრისგან სრულიად განსხვავებული ფილმის გადაღება.

თუმცა ამგვარი ისტორიული უზუსტობები "გლადიატორში" ამით არ მთავრდება:

- ფილმში კომოდი ახრჩობს მამას - მარკუს ავრელიუსს, თუმცა რეალობაში ცნობილია, რომ მარკუს ავრელიუსი შავი ჭირით გარდაიცვალა.

- რომაელებს ბრძოლის დროს არასოდეს გამოჰქონდათ კატაპულტები ღია მინდორზე.

image
- ფილმში გადაღებული გერმანული ნაგაზები, როგორც ჯიში, სულ 100-ოდე წელია რაც არსებობს, ასე რომ, ძველ რომში ისინი უბრალოდ ვერ იქნებოდნენ.

- ლათინურად გაკეთებული წარწერებიც შეცდომებითაა სავსე.

- განსაკუთრებით ღიმილისმომგვრელია ბრძანება "ცეცხლი!", რომელსაც ფილმში მეისრეთა მეთაური იძლევა. ეს ბრძანება მხოლოდ 20 საუკუნის შემდეგ გაჩნდა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენასთან ერთად.




2. "მამაცი გული"
image

მე-13 საუკუნის დასასრულს შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ გადაღებულ ამ ფილმში მელ გიბსონმა, რომელიც მთავარი როლის შემსრულებელიც და რეჟისორიც თავად იყო, ხუთი ოსკარი და ოქროს გლობუსი აიღო. აი, ისტორიული სიზუსტით კი ფილმი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის...

ფილმში: უბრალო შოტლანდიელი, ვინმე უილიამ უოლესი შოტლანდიელთა ჯარს სათავეში უდგება, იწყებს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ინგლისის წინააღმდეგ და ხდება ეროვნული გმირი. მისი მამა, უბრალო გლეხი იყო, რომელიც ინგლისელებმა ჯერ კიდევ უოლესის ბავშვობაში მოკლეს. დროთა განმავლობაში უოლესი უახლოვდება ინგლისის მეფის, ედვარდ გრძელფეხას რძალს, პრინცესა იზაბელს და მათ შორის რომანი იბმება.
image

რეალობა: უილიამ უოლესი, შოტლანდიელი პატრიოტი, იყო არა გლეხის შვილი, არამედ წმინდა სისხლის არისტოკრატი, რომელსაც რაინდის წოდებაც ჰქონდა. მამამისი, აზნაური მალკოლმ უოლესი, არა თუ არ იქნა მოკლული ინგლისელების მიერ, არამედ, ერთი პერიოდი, პოლიტიკური გამორჩენის მიზნით, მათ მხარეზეც იბრძოდა. ხოლო უილიამის რომანი იზაბელთან, მთლიანად გამონაგონია. ფრანგი პრინცესა იზაბელა, ფილიპე ლამაზის ქალიშვილი და ედვარდ II-ის ცოლი დაიბადა 1295 წელს. ასე რომ, უოლესის სიკვდლით დასჯის დროს, რაც 1305 წელს მოხდა, გოგონა მხოლოდ 10 წლის იქნებოდა.

image
ფილმში კიდევ უამრავი უზუტობაა:

– რეალობაში უოლესი, ისევე, როგორც ყველა შტლანდიელი, ყოველთვის წვერს არატებდა, ფილმში კი გაპარსულია.

– კილტები, შოტლანდიელი მამაკაცის ეს ცნობილი სამოსი, რომლებიც ფილმში აცვიათ, მხოლოდ მე-16 საუკუნეში გაჩნდა. მანამდე კი ბრძოლაში სელის მაისურები ეცვათ, რომლებიც ისეთი მძიმე და სქელი იყო, რომ ხმლისგანაც კი იცავდა.


3. "შეყვარებული შექსპირი"
image

1999 წელს ჯონ მედენის მელოდრამამ 7 ნომინაციაში მიიღო ოსკარი და საუკეთესო ფილმად დასახელდა. ფილმის შემოსავალმა კი 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა. "შეიძლება ეს ხელოვნების ტრიუმფი ნამდვილად იყო, მაგრამ არა ჭეშმარიტების!" - ამტკიცებენ ისტორიკოსები.
image

შექსპირის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ ესეც საკმარისია იმისათვის, რომ "შეყვარებული შექსპირის" სიუჟეტი გამონაგონად ჩაითვალოს. ფილმში გვიყვებიან, რომ შექსპირს "რომეო და ჯულიეტა" ახალგაზრდა ქალის მიმართ სიყვარულმა შთააგონა. სინამდვილეში კი დრამატურგს რომანტიკული გრძნობების გავლენით სულაც არ მოუფიქრებია ეს ისტორია, მან მხოლოდ დაამუშავა ადრე არსებული და კარგად ცნობილი სიუჟეტი.
image

აღსანიშნავია, რომ რომანტიკულ ისტორიას მართლაც ჰქონდა ადგილი შექსპირის ცხოვრებაში - საქმე ეხება საიდუმლოებით მოცულ "შავოსან ქალს" (სავარაუდოდ, სეფექალი, სახელად პენელოპე რიჩი), რომელმაც ბევრი გენიალური სონეტი შთააგონა პოეტს. თუმცა ამ რეალურ ისტორიას რეჟისორმა რატომღაც გვერდი აუარა და გამოგონილი სიყვარულის ამბავი ამჯობინა.


4. "პერლ ჰარბორი"
image

მაიკლ ბეის ამ ფილმმა არნახული ფინანსური წარმატები მოუტანა, თუმცა ამავდროულად ისტორიკოსების კრიტიკის ქარცეცხლშიც მოუხდა გავლა. უზუსტობები იწყება მთავარი გმირის - რეიფ მაკკოლისა და მისი მეგობრის დენი უოკერის ბავშვობის ამსახველი ეპიზოდიდან: ბიპლანი - სტირმანი, -რომლითაც ბიჭები ფილმში დაფრინავენ, 1923 წელს ჯერ კიდევ არ იყო გამოყენებაში, იგი მხოლოდ 1935 წელს გამოვიდა.
image

სხვა უამრავ უზუსტობასაც აქვს ადგილი:

- ფილმში ამერიკელი მფრინავი მაკკოლი მსახურობს ბრიტანულ მფრინავთა რაზმში - სინამდვილეში კი აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეს ასეთი რამ ეკრძალებოდა.

- იაპონიის თვითმფრინავები ღია-მწვანედ ან ღია ნაცრისფრად იყო შეღებილი და არა მუქ მწვანედ, როგორც ეს ფილმშია.

- ხომალდები მერილენდი, ნევადა, ტენესისი და პენსილვანია ბოლომდე არ ჩაძირულა - ისინი შეარემონტეს და მწყობრში ჩააყენეს.

- ნიუ-იორკის სცენაში ჩანს ლაინერი Queen Mary სამოქალაქო ფერებში, მაშინ, როცა რეალობაში იგი 1940 წელს გადაღებეს ნაცრისფრად, რადგან იგეგმებოდა მისი სამხედრო მიზნით გამოყენება.

- სინამდვილეში იაპონიის დასაბომბად არც ერთი მფრინავი არ გაუგზავნიათ.

- პერლ ჰარბორში ომის დროს ჩამოგდებული იქნა იაპონელების არა 11, არამედ 9 თვითმფრინავი.

image- შეტაკების დროს არც ერთი მედდა არ დაღუპულა (სხვათა შორის, მედდებს ეკრძალებოდათ გაშლილი ან შუბლზე ჩამოწეული თმით მუშაობა).

- და ბოლოს, სრულიად აბსურდული სცენა, როცა პრეზიდენტი რუზველტი დგება ინვალიდის სავარძლიდან: როგორ შეძლო ეს ადამიანმა, რომელიც 1921 წლიდან მოყოლებული სრულიად პარალიზებული იყო?






კიდევ უამრავი ამგვარი ფილმის მოძიება შეიძლება, თუმცა ამ ოთხი მაგალითიდანაც კარგად ჩანს, რომ, ხელოვანები სიუჟეტის განვითარების დროს დიდად არ ღელავენ ისტორიული ჭეშმარიტების შენარჩუნებაზე. ისტორიკოსების მახვილ თვალს კი ეს ყველაფერი არ ეპარება. თუმცა ვფიქრობ, ხელოვნების სახელით რეალობის დამახინჯება, ან უფრო, შელამაზება, სრულიად დასაშვებია...

3
2353
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2353
  
2015, 20 ივნისი, 18:47
რა კარგი სტატიაა ნათია,ახლა გადავაწწყდი შემთხვევით
2015, 7 ივნისი, 21:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 3 ივნისი, 15:01
რაცარუნდა იყოს გლადიატორზე მაგარი ფილმი არც გადაუღიათ და ვერც გადაიღებენ :)
0 1 3