x
ისტორიის კონსპექტები (მინი დახმარება აბიტურიენტებს)
ამონარიდი საგამოცდო პროგრამიდანმოკლედ ამ სტატიათა სერიებით ვეცდები მოკლედ ამოგიკონსპექტოთ ისტორიის და თუ მოვახერხებ სხვა საგნების საკითხებიც.

რადგან პირველი საკითხია პრეისტორიული ეპოქა, ანუ პირველყოფილი საზოგადოება, მოდი დავიწყოთ აქედან.


პოზიციები ადამიანის წარმოშობის შესახებ ორ ძირითად ნაწილად იყოფა : კრეაციონისტურ და ევოლუციურ.


კრეაციონისტული (ლათინურად ნიშნავს შექმნას) თეორიის მიხედვით სამყაროს, დედამიწის და ორგანული სამყაროს შექმნა ღვთის შემოქმედების შედეგია და ადამიანი გაჩნდა ისეთივე სახის როგორისაც არის დღეს.



ევოლუციური (ლათინურად განვითარება) თეორიის მიხედვით კი დედამიწა და ორგანული სამყარო შეიქმნა განვითარების გზით ზებუნებრივი ძალის გარეშე. ევოლუციური თეორიის დახვეწასა და მისი ფაქტებით გამყარებაში გ დიდი წვლილი მიუძღვის ინგლისელ მეცნიერს- ჩარლზ დარვინს.



მოდი დავუბრუნდეთ იმას რასაც ჩვენგან მოითხოვს გამოცდების ეროვნული ცენტრი.

მეცნიერების თვალსაზრისით პრიმატები (ადამიანების და მაიმუნების საერთო წინაპრები) დაახლოებით 65 მილიონი წლის წინ წარმოიშვა.

შემდეგ მოხდა დიდი გაყოფა რამაც ერთმანეთისგან გამიჯნა მხარე რომელიც განვითარდა და მხარე რომელიც ნაკლებად განვითარდა.

7 მილიონი წლის წინ ჩნდება ჩადის საჰელანთროპი - "ტუმაი".

4 მილიონი წლის წინ ადამიანის უშუალო წინაპარი ჰომინიდი "ავსტრალოპითეკი"

2.5 მილიონი წლის წინ უკვე გვყავს "ჰომო ჰაბილისი" ანუ მარჯვე ადამიანი. იგი ადამიანის მსგავსი სხვა არსებებიდან განსხვავდება ტვინის ზომით, მეტად გამართული სიარულით და უკვე იარაღის დამზადების ცოდნით.

2 მილიონი წლის წინ აფრიკის ტერიტორიაზე ცხოვრობდა ჰომო ერექტუსი ანუ გამართულად მოსიარულე ადამიანი.

დაახლოებით 1.8 მილიონი წლის წინ კი ცხოვრობდა "ჰომო გეორგიკუსი" ანუ პირველი ევროპელი-დმანისელი ადამიანი.

დაახლოებით 0.5 წლის წინ ცხოვრობდა "ჰომო ნეანდერტანელი"

ხოლო საბოლოოდ მივიღეთ დაახლებით 200 000 წლის წინ "ჰომო საპიენსი".

50 000 წლის წინ კი ადამიანმა მიიღო ისეთი სახე როგორიც ჰომო საპიენსის შთამომავალმა ანუ უკვე ადამიანი გახდა "ადამიანი".


პირველყოფილი საზოგადოების განვითარების ეტაპები

1. პაკეოკითი (ძველი ქვის ხანა) იყოფა :ქვედა, შუა და პალეოლითად.

2. მეზოლითი (შუა ქვის ხანა)

3. ნეოლითი (ახალი ქვის ხანა)


პალეოლითი

პალეოლითი- კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძველი და ხანგრძლივი პერიოდია, ამ პეირიოდში ადამიანები მცირე ჯოგებად ცხოვრობდნენ, იარაღების დამზადება ხდებოდა კაჟისგან, ძვლისგან ან ხისგან. ძირითადი საქმიანობა იყო ნადირობა და შემგროვებლობა. ქვედა პალეოლითის დროს, დაახლოებოთ 600-700 ათასი წლის წინ დაიწყო ცეცხლის გამოყენება. პალეოლითში ჰომო საპიენსის გვერდით ცხოვრობს: ჰომო ჰაბილისი და ჰომო ერექტუსი. ზედა პალეოლითის პერიოდში იწყება დიდი გამყინვარება, რამაც ადამიანები აიძულა მაღალმთიანი ხეობებიდან დაბალ ადგილებშ და გამოქვაბულებში გადმოსახლებულიყვნენ. ქვედა პალეოლითის დროს ადამიანი ცხოვრობდა ჯოგური ცხოვრების პრინციპით. რადგან იარაღი საკმაოდ დახვეწილი არ იყო მაინც ძირითად საქმიანობას შემგროვებლობა წარმოადგენდა.

ზედა პალეოლითს დროს დაიშალა ჯოგი და ჩამოყალიბდა ადამიანთა პირველი მყარი გაერთიანება - გვარი. ჩამოყალიბდა მატრიარქატი ანუ წამყვანი როლი მიენიჭა ქალს.

მეზოლითი

მეზოლითი იწყევა დაახლოებით 14-10 და სრულდება 8 ათასი წლის წინ.

ასპარეზზე გამოდის ჰომო საპიენს საპიენსი. ადამიანებმა უფრო დახვეწილი იარაღების დამზადებაც შეძლეს. ასევე მოიშინაურა პირველი ცხოველი ძაღლი (ჩინეთის ტერიტორიაზე) ასევე ისწავლა მშვილდ ისრის გმაოყენება.

ნეოლითი

ნეოლითის მოიცავს 8-6 ათასი წლის წინანდელ პერიოდს. ადამიანი იწყებს მწარმოებლურ მეურნეობაზე გადასვლას რასაც ნეოლითური რევოლუციაც ეწოდება. ადამიანი იწყებს მესაქონლეობას მიწათმოქმედებას და ასე შემდეგ.

ენეოლითი (სპილენძ-ქვის ხანა)

ადამიანმა აღმოაჩინა პირველი ლითონი - სპილენძი.სპილენძი როგორც ლითონი ძალიან რბილია ამიტომ მას ადამიანი ვერ იყენებდა მძიმე სამუშაოთათვის და მთავარ შრომის იარაღად მაინც ქვა რჩებოდა. ამ პერიოდშ მიწათმოქმედება ვითარდება და ხელოვნური საირიგაციო (სარწყავი) სისტემებიც კია რსებობდა. ასევე ადამიანი იწყებს პირველი საცხოვრებელი სახლების აგებას.

ბრინჯაოს ხანა

ადამიანმა კალის და სპილენძის შერევით მიიღ ბრინჯაო . რომელიც საკმაოდ მყარი გამოდგა. ადამიანის ცხოვრებაშ ახალი დარგი - მეტალურგია ჩნდება.საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა - ადრე ბრინდაჯოს ხანის (მტკვარ-არაქსის ) კულტურა. შუა ბრინჯაოს ხანის - (თრიალეთის ყორღანული კულტურ) რაც ჩრდილოკავკასიურ გავლენაზე მიუთითებს. და და გვიან ბრინჯაოს ხანა - (კოლხური და აღმოსავლურ ქართული).

ამ დროს უკვე ჩამოყალიბდა თემური წყობილება.


პირველყოფილი რელიგიები

ანიმიზმი : უსულო საგნებისთვის ღვთიური სულის მინიჭების ილუზია და მათი თაყვანის ცემა.

ტოტემიზმი : ცხოველების გაღმერთება.

ფეტიშიზმი : ფეტიში არის საგანი რომელსაც ადამიანი მიაწერს მაგიურ ძალას და ატარებს როგორც აქსესუარს.

მაგია : მკითხაობა, რიტუალები რომელსაც ასრრულებს შამანი.


წინასწარ ყველას წარმატებები! დაგიბრუნდებით ეგვიპტით და შუამდინარეთის ცივილიზაციებით.

0
2505
1-ს მოსწონს
ავტორი:Bastian
Bastian
2505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0