x
მამა გაბრიელი ემიგრანტების შესახებ

image












მამა გაბრიელი: "სამშობლოდან ქართველის გაქცევა ღვთის მშობელს ძალიან სწყინს"

დღესდღეობით ოფიციალური მონაცემებით საქართველოდან 1, 5 მლნ კაცია მიგრირებული, მაგრამ ეს რიცხვი არ არის ზუსტი რადგან მათი უმეტესობა არალეგალური სტატუსით იმყოფება უცხოეთში. უმეტესი ნაწილი ფიზიკური სამუშაოებით არის დაკავებული, მხოლოდ ერთეულები თუ მუშაობენ თავიანთი პროფესიით. რა არის მიზეზი ამდენი ხალხის მიგრირების? მთავარი რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობებია.სწორედ მატერიალური სიდუხჭირეა განმაპირობებელი ფაქტორი. ხალხს რატომღაც ჰგონია უცხოეთში წასვლით გადაჭრიან თავიანთ პრობლემებს, მაგრამ მწარედ ცდებიან. ყველაზე ოპტიმალურ შემთხვევაში ისინი მძიმე ფიზიკური წნეხის ქვეშ ექცევიან. მონური გასამრჯელოსთვის დღეღამეს ასწორებენ. ხოლო უარეს შემთხვევაში ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხვდებიან. რისი უამრავი შემთხვევაც არის ცნობილი. მათი უმეტესობა უკან დაბრუნებას ვეღარც ახერხებს. ხდება მათი ნელ-ნელა გადარჯულება, კარგავენ ქართლ ენას, სარწმუნოებას ...

დღეს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში შეხვდებით ქართულ დიასპორებს. უცხოეთში მყოფი ქართველები პოულობენ ერთმანეთს და ქმნიან ქართულ სათვისტომოებს. მათ ერთი საერთო სულიერი ტკივილი აერთიანებს რასაც ემიგრანტობა ჰქვია. ვისაც არასდროს უტარებია ემიგრანტის ტვირთი მისთვის ძნელია გულთან ახლოს მიიტანოს ეს დიდი ტკივილი. ასე რომ ქართველობო! ჩვენი ენერგია და ცოდნა ჩვენი საქართელოს აღორძინებას მოვახმაროთ რათა ჩვენი ღვთის მშობლის წილხვედრი ქვეყნიდან წასვლის სურვილი აღარავის გაუჩნდეს. ღვთის ღწმენით ყველაერი შესაძლებელია!

0
193
1-ს მოსწონს
ავტორი:Bastian
Bastian
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0