x
image
natia.a
ქალები, რომლებიც XX საუკუნის სილამაზის ეტალონები გახდნენ
სილამაზეზე წარმოდგენა არც თუ ისე ფიქსირებულია და, წლიდან წლამდე თუ არა, ყოველ ათ წელიწადში მაინც იცვლება. მაგრამ არიან ქალები, რომელთა მშვენიერება დროსაც და მოდასაც უძლებს და სილამაზის ეტალონად იქცევა. წარმოგიდგენთ რამდენიმე ცნობილ მსახიობს, მოდელსა და მომღერალს, რომლებიც გასული საუკუნის ქალური სილამაზისა და სტილის ეტალონებად დარჩნენ.


1. გრეის კელი

image

ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი. იგი თანამშრომლობდა რამდენიმე რეჟისორთან, გადაღებულია ალფრედ ჰიჩკოკის რამდენიმე ფილმში და დაიკავა მე-13 ადგილი მსოფლიო კინემატოგრაფიის ყველაზე დიდ ვარსკვლავებს შორის. 1956 წლიდან მის სამსახიობო კარიერას დაემატა მონაკოს პრინცესას ტიტული, რადგან ცოლად გაჰყვა მონაკოს ტახტის მემკვიდრეს - რენიე III-ს. 2001 წელს ინგლისურ ჟურნალ Vogue-ში გამოქვეყნდა ყველა დროის 100 ყველაზე ელეგანტური ქალის სია, რომელშიც 1 ადგილი გრეის კელის ერგო წილად.



2. ელიზაბეტ ტეილორი


image

ანგლო-ამერიკელი, სამგზის ოსკაროსანი მსახიობი, რომელიც ჰოლივუდის ნამდვილი დედოფალი იყო. ელიზაბეტ ტეილორი პირველი მსახიობი გახდა, რომლის ჰონორარმა ფილმიდან მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მშვენიერი ქალბატონი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძვირფასეულობის კოლექციის მფლობელი.


3. კატრინ დენევი


image

ფრანგი მსახიობი ცნობილი გახდა კანის ფესტივალის ტრიუმფატორი მუსიკალური ფილმიდან "შერბურის ქოლგები". 25 წლის ასაკში კატრინი გახდა «Chanel № 5»-ის სახე. გასაკვრი არ არის, რომ მას უამრავი რომანი ჰქონდა ცნობილ მამაკაცებთან, მათ შორის გამორჩეულად საინტერესო იყო მისი 10 წლიანი ურთიერთობა ჟერარ დეპარდიესთან.


4. ოდრი ჰეპბერნი


image

ბრიტანელი და ამერიკელი მსახიობი და ფოტომოდელი, რომელმაც ოსკარი მიიღო საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის ფილმში "რომაული არდადეგები". ის იყო თავისი დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი. მასვე ეკუთვნის ამერიკული კინოს ყველაზე დიდი მსახიობების სიაში მესამე ადგილი.


5. მერლინ მონრო


image

ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, რომელიც ფართო პუბლიკამ გაიცნო ფილმიდან "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია". მანვე შექმნა საკუთარი კორპორაცია "მერლინ მონრო პროდაქშენი". 1960 წელს ჰოლივუდში მის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.


6. ვივიენ ლი


image

ინგლისელი, ორგზის ოსკაროსანი მსახიობი, რომელიც ნამდვილ ვარსკვლავად იქცა ფილმიდან "ქარწაღებულნი". 30 წლიანი სამსახიობო კარიერის მანძილზე ლიმ ბევრი კლასიკური როლი შეასრულა, მათ შორის: ოფელია, ჯულიეტა, კლეოპატრა და ა.შ.


7. ბრიჟიტ ბარდო


image

ფრანგი მსახიობი და მომღერალი, რომელიც პოპულარული გახდა ფილმიდან "და ღმერთმა შექმნა ქალი" იგი ისეთივე სილამაზის ეტალონი იყო ევროპისთვის, როგორიც მერლინ მონრო ამერიკისთვის. გადაღებულია 48 ფილმში და ჩაწერილი აქვს 80 სიმღერა.


8. რომი შნაიდერი


image

გერმანული წარმოშობის ფრანგი მსახიობი, რომელმაც კინოკარიერა დაიწყო 15 წლის ასაკში. მის სახელს ატარებს ახალგაზრდა კინომსახიობებისათვის განკუთვნილი ფრანგული პრემია. პუბლიკისთვის კარგად არის ცნობილი მისი ხანგრძლივი და ლამაზი რომანი ალენ დელონთან.


9. მარლენ დიტრიხი


image

გერმანული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, რომელმაც კინემატოგრაფში სრულიად უნიკალური და სრულყოფილი სახე შექმნა. დიტრიხის სასიყვარულო რომანები რემარკთან და ჰემინგუეისთან საყოველთაოდ არის ცნობილი.


10. გრეტა გარბო


image

შვედი და ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი, რომელიც ცნობილი გახდა მუნჯი ფილმებიდან. გარბომ პუბლიკის სიყვარული დაიმსახურა შეუდარებელი გარეგნობითა და ოდნავ ჩახლეჩილი ხმით. ეს უკანასკნელი სამყარომ უკვე ხმოვანი ფილმებიდან გაიცნო.


11. სოფი ლორენი

image

იტალიელი ოსკაროსანი მსახიობი და მომღერალი, რომელიც ძალიან ბევრ ფილმშია გადაღებული. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი როლები განასახიერა ფილმებში "ჩოჩარა", "გუშინ, დღეს, ხვალ", "ქორწინება იტალიურად, "მზესუმზირები". აქედან ბოლო სამ სურათში მას პარტნიორობას უწევდა მარჩელო მასტროიანი. მასტროიანმა და ლორენმა კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე დუეტი შექმნეს.

1
1548
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1548
  
2015, 29 მაისი, 21:45
როგორც ყოველთვის ფანტასტიურია და გავაზიარე
0 1 1