სისხლის სამართალი პოლიციელმა მეზობლის ოჯახი ამოწყვიტა კომუნალური გადასახადის გამო 2015, 28 მაისი, 16:09 მსხვერპლთა რაოდენობა სამია:43 წლის ვიაჩესლავ საველევი, მისი მეუღლე, 42 წლის იულია და მათი 6 წლის შვილი ნიკიტა.
მათი მკვლელია, ახლა უკვე ყოფილი მედესანტე, შსს-ს დასავლეთის ოლქის სამმართველოს განყოფილების ბადრაგის ოცმეთაური, მიხაილ დვორნიკი. განგაში ატეხეს დვორნიკის თანამშრომლებმა, როდსაც იგი სამსახურში არ გამოცხადდა ორშაბათ დილით.ზარებს არ პასუხობდა.საღამოს მისი თანამშრომლები წავიდნენ მასთან სახლში ლუბერცში(მოსკოვის გარეუბანი).კარს არავინ აღებდა, ამიტომ გადაწყვიტეს კარი შეენგრიათ. როდესაც შევიდნენ დაინახეს, რომ იატაკი და ერთ-ერთი ოთახის საწოლი სისხლით იყო მოთხვრილი, ხოლო როდესაც ერთმა თანამშრომელმა მაცივარი გამოაღო კინაღამ აღებინა... მიხაილ დვორნაკი მეზობელ ოთახში იჯდა, მას არც უცდია გაქცევა, ხოლო კოლეგების კითხვაზე თუ რა მოხდა, მან მშვიდა უპასუხა"ეს მე გავაკეთე". დვორნაკმა მოკლული გვამები დაანაწევრა და მისი ნაწილები მაცივარში შეინახა. მაინც რა მოხდა?საველევებმა ბინა ოქტომბრის ქუჩაზე 5 წლის წინ შეიძინეს 5 სართულიანის მეხუთე სართულზე, თუმცა მთლიანად არა, ერთი ოთახი დარჩა, რომელსაც ყოფილი პატრონი აქირავებდა.საველევები ხშირად მეზობლებთან ამბობდნენ, რომ ოცნებობენ შეიძინონ მთლიანი ბინა, რადგან ნაქირავებში მდგმურები ხშირად იცვლებოდნენ, არ იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს, ხშირად თავად უწევდა ოჯახს გადასახადების დაფარვა. ახალი მაცხოვრებელი, პოლიციელი მიხაილ დვორნაკი აქ სამი თვის წინ გადმოსახლდა. საველევებმა დვორნაკს მოსთხოვეს კომუნალური გადასახადების (და ძველი ვალებისაც) ნაწილობრივ დაფარვა.დვორნაკს კი გადახდა არ უნდოდა, ერთხელ ვიაჩესლავ საველევმა დვორნაკს შუქიც კი ჩაუჭრა, ალბათ ამან გამოიყვანა წყობილებიდან პოლიციელი. 38 წლის მკვლელ პოლიციელზე კოლეგები მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზით არ ლაპარაკობენ, მაგრამ როგორ შეიძლება რაღაც კომუნალურ გადასახადებზე კამათის გამო კაცმა მოკლას და დაანაწევროს მთელი ოჯახი?როგორ მუშაობდა ის პოლიციაში? ფსიქოლოგიური შემოწმება ჰქონდა გავლილი? აი კითხვები რომელიც საზოგადოებამ დასვა. ცნობილი გახდა, ამ ფაქტის გამო სამსახურიდან დაითხოვეს მოსკოვის დასავლეთი ოლქის სამმართველოს უფროსი. 842 8-ს მოსწონს
|