ფეხბურთი "თავხედური კორუფცია, ორგანიზებული საერთაშორისო საფეხბურთო დანაშაული" - "FIFA" - ს ოფიცილური პირები დააპატიმრეს ( + ფოტოები ) 2015, 27 მაისი, 17:03 " თავხედური კორუფცია და ორგანიზებული საერთაშორისო საფეხბურთო დანაშაული' - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული საიტი და სააშკარაოზე გამოაქვს დღის მთავარი თემა - შვეიცარიის პოლიციამ "FIFA" აღმასრულებელი კომიტეტის წევრები ფულის გათეთრების ბრალდებით გამთენიისას შვეიცარიაში, ციურიხის ერთ - ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დილის 6 საათზე დააკავა. პოლიცია ორგანიზაციის 10 ჩინოვნიკს ოფიციალურად დაკითხავს, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის არჩევნების მასპინძლობის კენჭისყრაში იღებდნენ მონაწილეობას.ამოღებულია სხვადასხვა დოკუმენტები და მონაცემები, რომლებიც ციურიხის შტაბ - ბინაში ინახებოდა.და ეს ყველაფერი ხდება ორი დღით ადრე "FIFA" საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე, როგორც ცნობილია 29 მაისს ყრილობაა დანიშნული - წერს წყარო.ამ დროისთვის ცნობილია " ფიფას" 9 ჩინოვნიკი და ესენი არიან; - ფიფას ყოფილი ვიცე - პრეზიდენტი ჯეკ უორნერი, ხულიო როშა, კოსტას ტაკასი, რაფაელ ესქუველი, ხოსე მარია მარინი, ნიკოლაი ლეოსი. 33 7-ს მოსწონს
|