x
პირველი გეი დეპუტატობის კანდიდატი თურქეთში

37 წლის ბარის სულუ თურქეთის პირველი ღია გეი დეპუტატობის კანდიდატია მომავალი თვის არჩევნებში. ის მემარცხენე სახალხო დემოკრატიული პარტიის წევრია და უკვე 17 წელია იბრძვის ლგბტ ხალხის უფლებებისთვის, სადაც სექსუალური უმცირესობების დაცვის მხრივ სავალალო მდგომარეობაა, თურქეთში ჰომოსექსუალობა დასაშვებია, თუმცა კანონი არ არსებობს მათი უფლებების დასაცავად და დისკრიმინაცია და დევნა ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევა. ''ჩემი ნაბიჯით მინდა გავამხნევო და იმავეს გაკეთების სტიმული მივცე ლგბტ წარმომადგენლებს. მე არ ვარ საიდუმლო გეი, მე მაქვს მხარდაჭერა ჩემი ოჯახისა და ბოიფრენდისგან, მინდა, რომ შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ არა მარტო გეი მამაკაცებმა, არამედ ლესბოსელმა და ტრანსგენდერმა ადამიანებმა''- განუცხადა ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს ბარის სულუმ.image

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:თაკო კკკ
თაკო კკკ
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0