ქალი ანორექსიით დაავადებული ქალი დახმარებას ითხოვს 2015, 25 მაისი, 12:43 კალიფორნის მაცხოვრებელი რეჩლ ფეროკი ცდილობს სიცოცხლის შენარჩუნებას!
37 წლის ქალი წონა ანორექსიის დავადებამ 20 კილოგრამამდე დააგდო. ფეროკი უკვე წლებია ცდილობს სიცოცხლის შენარჩუნებას და ქმრის მხარდაჭერით ებრძვის ამ ძლიერ დაავადებას. სამწუხაროდ ფეროკს უკვე არანაირი ფინანსური ძალა არ დარჩა, რომ მკურნალობა გააგრძელოს. ახალგაზრდა ქალბატონმა სპეციალური ვიდეო-განცხადება გააკეთა: "უკვე სავადმყოფოში ვცხოვრობ, ძალიან მინდა სიცოცხლის შენარჩუნება, ძალიან მინდა ვიცხოვრო ჩემს ტკბილ ოჯახთან ერთად. ფინანსური ძალაც გამოგველია, ჩემმა მეუღლემ სამსახური მიატოვა, რადგან მოეხედა ჩემთვის. თქვენი დახმარება ძალიან მჭირდება, მზად ვარ რომ ვიცოცხლო! გთხოვთ დამეხმარეთ." გავრცელებულმა ვიდეომ ძალიან სწრაფად დაიპყრო მთელი ინტერნეტსივრცე. ფეროკის განკურნება შესაძლებელია მხოლოდ ერთ საავადმყოფოში. მეუღლის მიერ გაკეთებული დახმარების გვერდით და ფეროკის მიერ გავრცელებული ვიდეოს საშუალებით 23 დღეში შეუგროვდათ 100 000 დოლარი. ამ წუთისთვის დახმარების ფონდი უკვე 150 000 დოლარს აღემატება. ფეროკის მეუღლემ სოციალურ ქსელში ძალიან დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც მათ დახმარება გაუწია. ფეროკის ექიმის განცხადება: "ფეროკის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი-დღე უკეთესობისკენ მიდის, იმედია ძალიან მალე საბოოლოდ გამოჯანმრთელდება, მე მთელი გულით მის გვერდით ვარ წლებია და ყველაფერს ვაკეთებ, იმისთვის რომ ფეროკი გამოჯანმრთელდეს და ძველებურ ცხოვრებას მალევე დაუბრუნდეს. ღმერთი იყოს მისი მფარველი." გამოჯანმრთელებას ვუსურვებ! 110 11-ს მოსწონს
|