ტექნიკური რუსმა მილიარდელმა სარა ბრაიტმანის ნაცვლად მოითხოვა კოსმოსში გაფრენა 2015, 23 მაისი, 18:39 რუსმა მილიარდელმა ფილარეტ გალჩევმა ისურვა კოსმოსურ ტურისტად გაფრენა მას შემდეგ, როდესაც გაიგო, რომ მომღერალმა სარა ბრაიტმანმა უარი განაცხადა კოსმოსში გაფრენაზე, მიზეზად ფინანსური უკმარისობა დაასახელა.შეგახსენებთ, რომ ცნობილმა ინგლისელმა სოპრანომ ჯერ კიდევ 2 წლის წინ განაცხადა კოსმოსში ტურისტულ მოგზაურობაზე სურვილი და ინტენსიურადაც ემზადებოდა. "გალჩევი მაშინვე დაინტერესდა გაფრენით, როგორც კი შეიტყო, რომ სარა ბრაიტმანმა უარი განაცხადა, პრინციპიალურად იგი მზადაა გადაიხადოს 50 მლნ.$.მილიარდელმა უკვე გაიარა ტესტირება და სამედიცინო შემოწმება სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც განკუთვნილია კოსმონავტებისთვის, თუ ყველაფერი კარგად დასრულდება გალჩევი კომპანია Space Adventures-თან კონტრაქტს გააფორმებს".-იუწყება "იზვესტია". ჰოლდინგ "ევროცენტრ ჯგუფის" პრეს-სამსახურმა, რომლის მფლობელიც რუსი მილიარდელია, კომენტარზე უარი განაცხადა. სამაგიეროდ ფაქტი დაადასტურა როსკოსმოსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ ბურენკოვმა- "დიახ ეს ფაქტი აღნიშვნის ღირსია და თუ ყველაფერი კარგად იქნება, ის იქნება ჩვენი თანამემამულე, რომელიც მსოფლიოში პირველი კოსმოსური ტურისტი გახდება". 51 წლის ფილარეტ გრაჩევს "Forbes"-ის თანახმად 23-ე ადგილი უკავია ყველაზე მდიდარ რუს ბიზნესმენებს შორის.მისი ქონება 4, 4 მლრდ. $-ია. 82 8-ს მოსწონს
|