იარაღი და ტექნიკა საზენიტო-სარაკეტო სისტემა S-350E Vityaz 2015, 15 მაისი, 22:13 S-350E Vityaz (50R6) არის უახლესი რუსული ანტისაჰაერო ორმაგი სარაკეტო-საზენიტო დანადგარი, რომელიც დაამზადა კორპორაცია Almaz-Antey-მ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით. დანადგარის პრეზენტაცია შედგა MAKS 2013-ზე, 2013 წლის აგვისტოში. 2014 წელს დაიწყო მისი გამოცდები. როგორც დღეისათის ცნობილია დანადგარმა საუკეთესო შედეგები აჩვენა, რამაც მისი სერიული წარმოების დაწყება დააჩქარა. სისტემის სერიულ წარმოებას კორპორაცია 2014 წლის მიწურულს და 2015 წლის დასაწყისში აპირებს. რუსული არმიისთვის მისი გადაცემა კი 2016 წელსაა დაგეგმილი.
ტაქტიკური მახასიათებლები
საშუალო მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემა S-350E Vityaz-ი გახლავთ უაღრესად მობილური სისტემა, რომელიც დამონტაჟებულია BAZ-6909-ის ტიპის სამხედრო სატვირთოს შასიზე, თვლების გათვლით 8×8-ზე. BAZ-6909-ს შეუძლია დაძლიოს 57%-იანი აღმართი (დაღმართი), 38%-იანი გვერდითი დახრილობა, 1.5 მეტრის სიგანის თხრილი და 1.4 მეტრი სიღრმის წყლიანი დაბრკოლება. სარაკეტო სისტემის გამშვებ დანადგარზე დამონტაჟებულია ფილტრაციის, სავენტილაციო, კომუნიკაციის, დაცვის და საფრთხის აღმოჩენის (ნაღმები, მახეები) სისტემები. დანადგარის მანევრულობას და მაქსიმალური მდგრადობას გზებზე უზრუნველყობს ულტრათანამედროვე ამორტიზაციის და ჰიდრავლიკის სისტემები. დანადგარის ამორტიზატორებს, თითოეულს დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეუძლია, რომელთა სინქრონს სპეციალური სისტემები უზრუნველყოფენ. დანადგარის დაჯავშნული ლითონის კაბინა სამ კაცს იტევს. ლითონის დაშტამპული ფურცლებითაა შედუღებული რაკეტების სათავსო ნაკვეთურიც. სისტემას მიაქვს 12 ან 16 ერთეული “მიწა-ჰაერი”-ს ტიპის რაკეტა. თითოეულ გამშვებ დანადგარს მიჰყვება სამი 50P6-ის ტიპის რაკეტების მატარებელი მანქანა, 50K6-ის ტიპის მართვისა და კონტროლის მანქანა და 50K6E-ის ტიპის საკომანდო მანქანა. თითოეული ბატარეის შეარაღებაში საერთო ჯამში 48 რაკეტაა. სარაკეტო სისტემა აღჭურვილია სარელეო სადგურის თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემებით, თავდაცვის და კონტროლის ულტრათანამედროვე სისტემებით, ცეცხლის მართვის სისტემით, რომელიც მოიცავს მრავალფუნქციურ დამმიზნებელ და სარადარო სისტემებს (50N6A). სისტემა ასევე აღჭურვილია წნევის კონტროლის სარქველით, დისკების ჩამკეტი სარქველებით და საბურავის ჰაერის წნევით რეგულირების სისტემით. ამ სისტემების მონიტორინგს ანხორციელებს მძღოლი.
ახალი სისტემა S-350E როგორც ჩანს S-300-ების შემცვლელ ვარიანტად განიხილება. იგი ჩაანაცვლებს მათ და S-400-ებთან ერთად შეავსებს რუსული არმიის საზენიტო-სარაკეტო შეიარაღებას. მობილური საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის S-350E Vityaz-ის ბაზაზე სამხრეთ კორეამ შეიმუშავა სამამულო KM-SAM Chun Koong-ის დიზაინი, სადაც დახმარებას მას რუსული კორპორაცია Almaz-Antey-ი უწევდა.
სარაკეტო დანადგარი იყენებს 9M100 და 9M96E/9M96M-ის ტიპის რაკეტებს. ამ რაკეტებს აწარმოებს Fakel-ის ბიურო. 9M100 არის მოკლე რადიუსზე მოქმედი რაკეტა, რომელიც ინფრაწითელი სხივით იმართება. რაკეტის კალიბრი 125 მმ-ია, ხოლო სიგრძე 2.5 მეტრს შეადგენს. მისი წონა 3073 კილოგრამია. რაკეტის მოქმედების დიაპაზონი 10 კილომეტრს შეადგენს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც “მიწა-ჰაერი”-ს, ასევე “ჰაერი-ჰაერი”-ის დანიშნულებით. მეორე რაკეტა, 9M96E/9M96M, რომლის გამოყენება ასევე ს-400-სსაც შეუძლია, ორმაგი დანიშნულებისაა-მისით დანადგარი იცავს თავს, ანუ არის ანტირაკეტა და მისით ესხმის თავს მოწინააღმდეგის საჰაერო აპარატებს. მისი მართვა შესაძლებელია ინფრაწითელი სხივებით, თუმცა რაკეტას შეუძლია თავისი თავი თვითონვე მართოს. ამ ტიპის რაკეტები განეკუთვნება ე.წ. “ჭკვიანი” რაკტების კლასს. რაკეტას აქვს 26 კგ-იანი მსხვრევად-ფუგასური საბრძოლო ქობინი. მისი ფრენის სიჩქარე წამში 900 მეტრია, მოქმედების დიაპაზონი კი 40 კმ. საბრძოლო ქობინი აღჭურვილია აქტიური თვითდამიზნების სისტემით. მისი კალიბრი 240 მმ-ია, წონა 333 კგ და სიგრძე 4.75 მეტრს შეადგენს. BAZ-6909 სისტემის საბაზისო სამხედრო სატვირთოს შასი BAZ-6909 აღჭურვილია YaMZ-8424.10-033-ის ტიპის ძრავით. ძრავი იყენებს მრავალი სახეობის საწვავს. მისი სიჩქარე 80 კმ/სთ-ს აღწევს (გზაზე), ხოლო სვლის სიშორე 1000 კმ-ია 95 2-ს მოსწონს
|