x
გერმანიის ახალი მოდერნიზებული თვითმფრინავი Tiger

image






გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებაში მიიღო EC665 Tiger-ის ტიპის პირველი 4 ერთეული დამრტყმელი შვეულმფრენი, რომლებიც მოდერნიზირებულნი არიან სპეციალურად ავღანეთში საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად -იტყობინება Jane’s. მოდერნიზაციის ახალმა სტანდარტმა მიიღო შემდეგი დასახელება ASGARD (Afghanistan Stabilization German Army Rapid Deployment). საბაზო ვერსიის ვერტმფრენისაგან განსხვავებით მას შეუძლია იმოქმედოს უფრო ცხელი კლიმატის პირობებში.
Jane’s-ის ინფორმაციით, Tiger ASGARD მიწოდება მოხდა 2012 წლის ივლისში, ხოლო ამის შესახებ გერმანულმა მხარემ განაცხადა სექტემბრის შუა რიცხვებში.როგორც მოსალოდნელია შემდეგი 4 ვერტმფრენის გადაცემა მოხდებაამა წლის დეკემბერში.ყველა ეს ვერტმფრენი გადაეცემა 36-ე საშვეულმფრენო პოლკს, რომელიც მდებარეობს გერმანიის ქალაქ ფრიტცლარში, სადაც მოხდება პილოტების მომზადება.
ზუსტი თარიღი თუ როდის მიეწოდება გერმანულ კონტინგენტს ეს ვერტმფრენები უცნობია.ახალ ვერსიაზე დააყენეს უფრო მძლავრი ძრავები, დამატებითი შეიარაღება, ფრენის მონაცემების ჩამწერი ახალი აპარატურა, ასევე ინფორმაციების გაცვლის სისტემა, რომლებიც შეთავსებულია იმ ქვეყნების არმიების საიფორმაციო ქსელებთან რომლებიც იბრძვიან ავღანეთში.
თავდაპირველად გერმანულმა მხარემ ხელი მოაწერა კონტრაქტს კონსორციუმ Eurocopter-თან 80 ერთეული Tiger -ის სპეციალური ვერსიის-საცეცხლე მხარდაჭერით-UHT (Unterstutxungshubschrauber) შეძენასთან დაკავშირებით, მაგრამ მოგვიანებით ეს შეკვეთა შეამცირა 40 ერთეულამდე.ამ მომენტისათვის თავდაცვის სამინისტრომ 27 ამ ტიპის ვერტმფრენი, ამათგან 8 მანქანას ჩაუტარდა მოდერნიზაცია ASGARD-ის დონემდე.

imageimageimageimage

1
412
შეფასება არ არის
ავტორი:giorgi5118
giorgi5118
412
  
2012, 26 სექტემბერი, 21:33
გამარჯობათ,მე ვარ სამხედრო პატრიოტული საიტის armada.ge ადმინისტრატორი.ძალიან მომწონს თქვენი საიტი და გთხოვთ,სტატიებს რომელსაც აიღებთ ჩემი საიტიდან მიუთითოთ წყარო.აი მაგალითად ეს სტატია პირადად ჩემი დაწერილია და ძალიან არ მესიამოვნა როდესაც აქ აღმოვაჩინე და წყარო არ არის მითითებული.პატივისცემით armada.ge ადმინისტრატორი ჯანჯუხა
0 1 1