x
image
კატაპულტი
15 მაისს საქართველო იყიდება!
საქართველო რომ შინაურისა თუ გარეული მტრისგან ყოველ საუკუნეში იყიდებოდა და ახლაც იყიდება, ეს სიახლე აღარავისთვისაა, მაგრამ ამის საჯაროდ გამოცხადება, ვფიქრობ, მეტისმეტია.საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღეა დედაქალაქის ქუჩებში მრავლად რიგდება 15 მაისს პარლამენტის ყოფილი შენობის წინ გასამართ აქციაზე მოსაწვევები.

აი, როგორ გამოიყურება ეს მოსაწვევი:image


ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული ამ მოსაწვევში არაა, სხვადასხვა აქციებზე ყველანაირი ხერხით ცდილობენ ორგანიზატორები ხალხის შეკრებას.ასეა ამ შემთხვევაშიც - მოსაწვევის ერთ მხარეს მითითებულია აქციის მიზანი, მისი გამართვის ადგილი, თარიღი და დრო, მაგრამ ვფიქრობ, “შეშფოთებას" მაინც უნდა იწვევდეს ამ მოსაწვევის უკანა მხარე, განსაკუთრებით კი მისი ბოლო ნაწილი.აი, ისიც:

image“სამახსოვრო შეინახე - გამოგადგება სისტემის შეცვლის და შენი აქციაში ბოლომდე მონაწილეობის შემთხვევაში, ფულადი ჯილდოს (მინ.500 ლარის) მისაღებად!.."


აქამდე ხშირად მომიკრავს ყური აქციაში მონაწილეობისათვის 10 ლარს, 20 ლარს, სასმელს და საჭმელს არიგებენო, მაგრამ მხოლოდ ყური მომიკრავს, ახლა კი ეტყობა ეს წესად და კანონად იქცა და უკვე დაბეჭდილი სახით უზიარებენ ხალხს, რომ სამშობლოს გადარჩენის სახელით აქციაში მონაწილეობა ანაზღაურებადია.ვფიქრობ, ყველა დროში მავანი ამ ხერხით ამოწმებს ჩვენს ხალხს, რამდენად უჭირს და რამდენად წამსვლელია ამ გაჭირვების გამო ის მატერიალური საზღაურის სანაცვლოდ შეუერთდეს ამა თუ იმ მოწოდებას, სიტყვიერ თუ ფიზიკურ ბრძოლასაც კი.


P.s.

შემირცხვენია ის ქართველი, ვინც “ფულადი ჯილდოს (მინ.500 ლარის)" და საერთოდ რაიმე თანხის მისაღებად 15 მაისს ქაშუეთის ეკლესიის წინ, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ადგილას მივა.

0
235
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0