კინო საინტერესო ფაქტები სერიალების შესახებ 2015, 11 მაისი, 23:40 როგორც ცნობილია სერიალებს მეორენაირად "საპნის ოპერებსაც" უწოდებენ, ეს ტერმინი 1938 წელს გაზეთ Christian Century -ში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ დამკვიდრდა. ჟურნალისტი ირონიულად წერდა:" ამ ისტორიებს "საპნის ოპერას" ვუწოდებ, იმიტომ, რომ საპნის დახმარების გარეშე ვერ შევძელი თუნდაც ერთი ცრემლი გადმომეგდო ტანჯული გმირების მიმართ".
1970 წლიდან ამერიკელმა ფსიქოლოგებმა სერიალებზე მეორე ტერმინი დაამკვიდრეს-"დიასახლისების სინდრომი" ანუ მანიაკალური გატაცება სერიალებით. პირველი ტელესერიალი (მანამდე რადიოსერიალები იყო.)გადაღებული იქნა ა.შ.შ-ში 1949-59 წლებში-"მარტოხელა რეინჯერი"(The Lone Ranger).კვირაში მხოლოდ ერთი სერია გადიოდა.
დღესდღეობით ყველაზე პოპულარული სერიალი მთელ მსოფლიოში გინესის რეკორდების მიხედვით"დოქტორი ჰაუზია."მას კუდში მისდევს"დაკარგულები"(Lost). შემდეგი პოპულარულობის მიხედვით "სანტა-ბარბარა" ითვლება, იგი 20 წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ყველაზე ხანგრძლივ სერიალად მსოფლიოში ითვლება"მეგზურის სინათლე", იგი ჯერ რადიოეთერით გადიოდა 1937 წლიდან, 15 წლის შემდეგ ტელევიზიაში გადაინაცვლა და დღემდე გადის.გადაღებულია 15 000 სერია. 1976 წელს იქნა გადაღებული ბრაზილიური სერიალი "მონა იზაურა, " რომელიც ყველაზე პოპულარულ და გაყიდვად სამხრეთ ამერიკულ სერიალად იქცა. განსაკუთრებით პოპულარული საბჭოთა კავშირში იყო. დღესდღეობით მსოფლიოში სერიალებს თითქმის ყველა კინომატოგრაფიის ტრადიციის მქონე ქვეყანა აწარმოებს, განსაკუთრებით მაინც ჩრდილო და სამხრეთ ამერიკული სერიალები სარგებლობს პოპულარობით. თუმცა ამ ბოლო პერიოდში აზიური ქვეყნები უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევენ ტრადიციულ სერიალების მწარმოებელ ქვეყნებს: ესენია ძირითადად ინდოეთი და თურქეთი. პირველი ქართული სერიალი 1994 წელი იქნა გადაღებული, ფანტასტიკური ჟანრის "სახლი ძველ უბანში", რომელიც ავთო ვარსიმაშვილმა გადაიღო. 159 5-ს მოსწონს 1-ს არა
|