საბუნებისმეტყველო შავი - ფერი, თუ ფერის არ არსებობა? 2015, 11 მაისი, 17:57 ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ეკითხებიან საყვარელი ფერის შესახებ, სხვა
ფერებთან ერთად, შავსაც ასახელებს. მაგრამ, არის თუ არა ბუნებაში ასეთი ფერი?
მეცნიერება ფერის შესხებ, ანუ ფერთა თეორია, დიდი ხნის წინ გაჩნდა. მისი დაარსების
თარიღად, შეიძლება, ი.ნიუტონის მიერ, XVII ს. შუა წლებში, გაკეთებული
აღმოჩენა ჩაითვალოს, იმის შესხებ, რომ მზის სხივი ბუნებაში არსებულ ყველა ფერს შეიცავს. რომლის უწყვეტ სპექტრში, 130-მდე ფერის ტონალობას არჩევენ. რეალურ ცხოვრებაში, ამ ფერების ნახვა ცისარტყელაზე შეიძლება. აღნიშნული ფერთა ტონალობიდან, ი.ნიუტონმა 7 ძირითადი ფერი გამოყო: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი. ყველა ფერი, ამ 7 ფერის სხვადასხვა რაოდენობით შერევის გზით მიიღება. როდესაც ვსაუბრობთ ფერზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი ნივთის ფერს იმიტომ ვხედავთ, რომ ისინი ასხივებენ სინათლეს, ხოლო ზოგოერთისას, იმიტომ რომ ისინი აირეკლამენ მას. ნივთები, რომლებიც ასხივებენ, იმ ფერისები ხდებიან, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, ხოლო იმ ნივთების ფერი, რომლებიც სინათლეს აირეკლავენ, დამოკიდებულია მასზე დაცემულ სინათლის ფერზე და იმ ფერზე, რომელიც მისი ზედაპირიდან აირეკლება. ე.ი. ფერის მატარებელი არის არა საგანი, არამედ სინათლე, რომელიც შეიძლება იყოს გამოსხივებული აქტიური წყაროდან (მზე, მონიტორის ეკრანი, ტელევიზორი) და არეკლილი სხვადასხვა საგნებიდან (კედელი, მანქანა, ქსოვილი, მცენარე). თუ გამოსხივებული სინათლე შეიცავს ყველა ფერს, ის თეთრია. საგანზე დაცემისას, სინათლის გარკვეული ფერები შთაინთქმება საგნის ზედაპირის მიერ, ხოლო ზოგიერთი აირეკლება. ის თუ, ძირითადი 7 ფერიდან, რომელი შთაინთქმება და რომელი აერეკლება, დამოკიდებულია საგნის ზედაპირის ქიმიურ შემადგენლობაზე. მაგ.: ოკეანის წყალი ლურჯი ან მუქი იისფერია. ამ ფერებს ის განაპირობებს, რომ მარილიანი წყალი ყველა თბილ ფერს შთანთქავს, ხოლო ცივს აირეკლავს. ადამიანის თვალი სწორედ ამ არეკლილი სინათლის ტალრებს ხედავს. ე.ი. ფერი არის შეგრძნება, რომელიც იქმნება ადამიანი გონებაში, იმ სხივების ზემოქმედებით, რომელსაც ის ხედავს. გამოდის, რომ თეორიულად, ყველა ნივთი ჩვენს ირგვლივ, პირობითად, რუხინაცრისფერია. ისინი ფერს, მათზე სინათლის დაცემის შემდეგ იღებენ. მაგ.: წითელი ფერი მიიღება, როდესაც 7 ძირითადი ფერიდან, 6-ის შთანთქმა ხდება და მხოლოდ წითელი ფერი აირეკლება, ყვითელი ფერის შემთხვევაში, აირეკლება ყვითელი და ა.შ. რაც შეეხება შავს, ამ შემთხვევაში, ყველა ფერის შთანთქვა ხდება და არაფერი არ აირეკლება, ანუ შავი, როგორც ფერი, ბუნებაში არ არსებობს. 537 7-ს მოსწონს
|