კალათბურთი ლებრონმა ლარი ბერდს და სტივ ნეშს გადაასწრო 2015, 9 მაისი, 14:14 ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის მატჩში “ჩიკაგომ” შინ “კლივლენდ კავალიერსი” 99:96 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში “კლივლენდის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 27 ქულა 14 პასი და 8 მოხსნა შესძინა. ლებრონ ჯეიმსს ამ მატჩამდე ნბა-ს პლეი ოფებში 1059 პასი ჰქონდა გაკეთებული, ლარი ბერდს – 1062 და სტივ ნეშს - 1061. “ჩიკაგოსთან” შეხვედრის შემდეგ ლებრონს 1073 პასი დაუგროვდა და პლეი ოფებში ყველა დროის საუკეთესო მეპასეებს შორის მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ნბა-ს პლეი ოფების საუკეთესო 10 მეპასე: 1.მეჯიქ ჯონსონი 2346 პასი2.ჯონ სტოკტონი 18393.ჯეისონ კიდი 12634.ლებრონ ჯეიმსი 1073 5.ლარი ბერდი 10626.სტივ ნეში 10617.ტონი პარკერი 10598.სკოტი პიპენი 10489.კობი ბრაიანტი 104010.მაიკლ ჯორდანი 1022 ლაშა ქოიავაwww.worldsport.ge 8 შეფასება არ არის
|