სისხლის სამართალი შოკისმომგვრელი კანიბალიზმის შემთხვევები თანამედროვე საზოგადოებაში(+16) 2015, 7 მაისი, 22:28 თითქოს წესით თანამედროვე საზოგადოებაში აღარ უნდა იყოს კანიბალიზმის შემთხვევები, ჩვენ ხომ უკვე განათლებული, ცივილიზებული ხალხი ვართ..თუმცა თანამედროვე სოციუმში მაინც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც მსგავს საშინელებას სჩადიან.
1-იაპონელი მამაკაცი, რომელმაც მოამზადა კერძი საკუთარი გენიტალიებისგან და ერთი პორცია 250$-ად გაყიდა. 2012 წელს იაპონელმა მამაკაცმა თავის გენიტალიები მოიჭრა და დაამარილა.22 წლის მამაკაცი მაო სუგიამა(Mao Sugiyama) ასექსუალი გახლდათ და ნებაყოფლობით მოიჭრა გენიტალიები.საავადმყოფოდან მან წამოიღო თავის გაყინული პენისი და სახლში წაიღო. შემდეგ კი ორგანიზება გაუკეთა საღამოს სადაც თავის პენისით 5 ადამიანს გაუმასპინძლდა, "კერძი" სოკოთი და ოხრახუშით იყო მორთული, რაშიც მათ 250$ გადაახდევინა. 2-ავსტრალიელი ქალი, რომელმაც მოკლა ყოფილი ქმარი, ხოლო ხორცისგან სადილი მოამზადა, რომ მისი შვილებისთვის ეჭმია. კეტრინ ნაითი (Katherine Knight)ერთადერთი ავსტრალიელი ქალი პატიმარია, რომელსაც მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა ვადამდელი განთავისუფლების მოთხოვნის უფლების გარეშე. ქალი, რომელმაც ყოფილ ქმარს ამოაცალა კბილის პროთეზი და ქმრის თვალწინ ლეკვს ყელი გამოჭრა. ხოლო რაც უქნა ტომ პრაისს(John Charles Thomas Price) ყოველგვარ სისასტიკის ზღვარს სცდება.ქალმა 37-ჯერ დაარტყა მამაკაცს დანა, შემდეგ კი მისი გვამი კაუჭზე ჩამოკიდა. შემდეგ დადგა ქვაბი და სოუსის მომზადება დაიწყო მისივე სხეულის ნაწილებით, ბოსტნეული გარნირის სახით დაუმატა და აპირებდა პრაისის შვილებისთვის ეჭმია, თუმცა ვეღარ მოასწრო, საბედნიეროდ პოლიცია თავზე წაადგა. 3-კანიბალი, რომელმაც თავის მსხვერპლი ონლაინში იპოვა-გერმანელი არმინ მივესი(Armin Miewes) ჯერ კიდევ 12 ასაკიდან ოცნებობდა ადამიანის შეჭმას.მისი ოცნება რომ ასრულებულიყო მას ამისთვის 29 წელი და 430 კონტაქტი დასჭირდა ელექტრონულ ფოსტაზე.ის მსურველ მსხვერპლს ეძებდა ისეთ საიტებზე, როგორიცაა «Gourmet», «Cannibal Cafi» და «Eaten Up». ბოლოს როგორც იქნა იპოვა 43 წლის ბრენდ ბრენდესი. მამაკაცი არმინს სახლში ეწვია, მან ნებაყოფლობით მოიჭრა პენისი.მივესმა ტაფაზე პენისი ნივრით, მარილით და წიწაკით შეაზავა და ასე მიირთვეს.ყველაფერამას თან ვიდეოზე იღებდა, შემდეგ კი მოულოდნელად ბრენდესს მკერდში 30 სანტიმეტრიანი დანა ჩასცხო და ადგილზე მოკლა.მამაკაცმა შემდეგ დაახარისხა ხორცი და მაცივარში 7 თვის განმავლობაში ჰქონდა შენახული.დროდადრო იგი ბარბეკიუს იმზადებდა ხოლმე თავისთვის. პოლიციამ მივესი დანაშაულის ჩადენიდან ერთი წლის შემდეგ დააკავა, (2002 წლის დეკემბერში), იმ მომენტში როდესაც მორიგი მსხვერპლის გადასანსვლას აპირებდა. 4-2012 წელს უამრავმა ამერიკულმა არხმა გადმოსცა სიუჟეტი, სადაც მაიამიში გაშიშვლებული მამაკაცი გზის პირას ჭამდა მეორე მამაკაცის სახეს. იგი პოლიციელის მოწოდებას არ დაემორჩილა. რუსი იუჯინი(Rudy Eugene) მას შემდეგ იქნა მოკლული პოლიციელის მიერ, როდესაც მან უარი თქვა მოშორებოდა რონალდ პოპოს( Ronald Poppo), რომელიც კრიტიკული ჭრილობების გამო დიდხანს იწვა საავადმყოფოში და სიკვდილს ებრძოდა. ინციდენტის სიახლოვეს მდებარეობდა "Miami Herald"-ის გამომცემლობა, რომლის ვიდეოკამერებმაც ყველაფერი დააფიქსირეს. ინციდენტის ერთ-ერთმა მოწმემ შემდეგი განაცხადა:"ეს იყო ყველაზე დიდი საზიზღრობა, რაც ოდესმე ცხოვრებაში მინახავს." 5-გერმანელი ტურისტი, რომელიც ერთ-ერთ კუნძულზე მოკლეს და შემდეგ შეჭამეს-40 წლის გერმანელი ტურისტი სტეფან რამინი ( Stefan Ramin) უგზოუკვლოდ დაიკარგა ჰუკუ-ჰივას კუნძულზე წყნარ ოკეანეში.იგი ამ ადგილს 2011 წელს თავის გერლფრენდ 37 წლის ჰაიკე დორშთან ერთად ეწვია(Heike Dorsch) . მან გაიცნო გიდი ჰენრი ჰაიტი(Henri Haiti), რომელმაც თხებზე სანადიროდ წაიყვანა, თუმცა გიდი უკან მარტო დაბრუნდა და ქალბატონს უთხრა, რომ თითქოს უბედური შემთხვევა მოხდა, შემდეგ კი ქალს თავზე დაესხა, ხეზე მიაბა და გააუპატიურა. ქალმა შესძლო და ტყვეობას თავი დააღწია, ხოლო მომხდარის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას აცნობა.დაიწყეს გიდის ძებნა, პარალელურად ნაპოვნი იქნა კოცონზე შემწვარი ადამიანის ნარჩენები, დნმ-ს ანალიზის წყალობით დადგინდა, რომ ეს სტეფან რამინის ნარჩენები იყო. ჰენრი ჰაიტი საბოლოოდ დააკავეს და 28 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 6-შეფ-მზარეული, რომელიც საკუთარ ცოლს ნელ-ნელა ამზადებდა-2009 წლის 18 ოქტომბერს ცოლ-ქმარ დევიდ ვენსას(David Viens) და მის ცოლ დონს(Dawn) ცხარე კამათი მოუვიდათ.საბოლოოდ ქმარმა მეუღლეს პირი და ფეხები სკოტჩით აუკრა.როგორც დევიდმა მოგვიანებით განაცხადა, მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ "ცოლი არ წასულიყო ქალაქში მორიგი დოზა ნარკოტიკის და ალკოჰოლის შესაძენად"..თუმცა მეორე დილით მამაკაცმა აღმოაჩინდა, რომ ცოლი გარდაცვლილა. დევიდმა იმის მაგივრად, რომ პოლიცია გამოეძახა, მან გვამის მოშორების სრულიად სხვა, შემზარავი იდეა დაისახა მიზნად. იგი იყო «Thyme Cafe»-ს მფლობელი და ამასთანვე შეფ-მზარეული, რომელიც საუს-ბეიში(ლოს-ანჯელესი) მდებარეობდა."მე მას ნელ-ნელა ვხარშავდი და ეს ოთხი დღის განმავლობაში გრძელდებოდა", განუცხადა მან მოგვიანებით პოლიციას, ცოლის 47 კილოგრამიანი სხეული ცალკე კონტეინერში ჰქონდა და სხვა პროდუქტის ნარჩენებთან ერთად ნელ-ნელა იშორებდა. 7-დედა, რომელიც თავის შვილის ხორცს აჭმევდა ნათესავებს-ჩეხი ქალბატონი კლარა მაუეროვა(Klara Mauerova) იყო უბოროტესი რელიგიური კულტის მიმდევარი, აწამებდა თავის 8 წლის ვაჟს, ჰყავდა დამწყვდეული სარდაფში, ათლიდა ხორცს და ნათესავებს აჭმევდა. შემდგომ მან სასამართლოზე აღიარა, რომ აწამებდა თავის შვილებს ონდრეას და და იაკობს. სასამართლომ ბრალი წაუყენა კლარას ნათესავებსაც, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ შემზარავ აქტში.მოგვიანებით ბიჭებმა პოლიციას მოუყვნენ, თუ როგორ აწამებდნენ მათ დედა და ნათესავები:მათ სხეულზე აქრობდნენ სიგარეტს და ქამრებით სცემდნენ. საქმე სრულიად შემთხვევით გაიხსნა.ერთ-ერთმა მამაკაცმა სახლში დააყენა რადიოძიძა მონიტორით, იმისთვის, რომ თავის ახალშობილი ჩვილი მუდმივად ყურადღების ქვეშ ყოლოდა.თუმცა მონიტორმა შემთხვევით დაიჭირა სიგნალი მეზობელი სახლიდან, სადაც ჩანდა თუ როგორ აწამებდნენ ჯაჭვებით დაბმულ სრულიად შიშველ ბავშვს სარდაფში. მამაკაცმა დაუყონებლივ პოლიციას გამოუძახა. 358 4-ს მოსწონს |
აი ბოლო
დედაა ეს ქალი?საბრალო ბავშვები,მეტირება ,ისე გავმწარდი ახლა ამის კითXვისას,ავდექი და ჩემი შვილი ჩავიხუტე :(