x
image
beko777
Mediator image
ახალგაზრდა პრაქტიკატმა ექიმმა, ინვალიდი პაციენტი ბიჭი, საკუთარ სახლში შეიფარა

image„ჩვენ პასუხს ვაგებთ მის მიმართ, ვისაც მოვიშინაურებთ“ – ეგზიუპერის ეს სიტყვები თითოეული ჩვენგანის სინდისს ეხება.
ხშირად გარშემომყოფთა თვალსაზრისით ხალხი უცნაურ და ზოგჯერ გიჟურ საქციელს სჩადის. მაგრამ სინამდვილეში ეს საქციელი ასე უცნაურია? დაფიქრდით გულისყურით და მიხვდებით, რა სასიამოვნოა, როგორი აუღწერელი სიამოვნებაა – საკუთარი ხელებით სიკეთის კეთება.

„მძიმე ავადმყოფი“
ანანო სამედიცინო ტექნიკუმში სწავლობდა და პრაქტიკას საა-ვადმყოფოში გადიოდა. პირველივე დღეებში კოლეგებმა გააფრთხილეს, რომ მეხუთე პალატაში იწვა ახალგაზრდა, რომელსაც ორივე ფეხის ამპუტაცია ჰქონდა გაკეთებული. პერსონალი თანაგრძნობას გამოხატავდა ბიჭის მიმართ.
მშობლები დიდი ხნის გარდაცვლილები ჰყავდა, საცოლემ როგორც კი შეიტყო უბედურების შესახებ, მაშინვე მიატოვა.
პირველად ანანო როგორც კი შედიოდა ალეკოს პალატაში, სასწრაფოდ უკან ბრუნდებოდა. ეშინოდა, რომ მისი მოწყალე სახით უბედური ბიჭისთვის განცდა უფრო არ გაეღრმავებინა. მაგრამ ერთხელ ანანომ გადაწყვიტა ბიჭს კარგად დაკვირვებოდა. imageალეკოს ჰქონდა უფერული და ძალიან სევდიანი სახე, მაგრამ მიმნდობი გამოხედვა თითქოს ითხოვდა: „ერთი წუთით მაინც შეჩერდი და დამელაპარაკე!“ და აი, ანანოც შეყოვნდა, რამდენიმე კითხვა დაუსვა. ბიჭმა მომზადებულად უპასუხა. ის ისეთ სიმარტოვეს განიცდიდა, რომ ურთიერთობამ გაახარა. გაუხარდა, რომ გოგონამ გამოძებნა დრო, რომ დიდხანს დარჩეს „მძიმე“ ავადმყოფის პალატაში და საუბრით გაართოს ის. ანანოს სახლიდან მიჰქონდა ალეკოსთვის წიგნები, საჭმელი და პრაქტიკის დამთავრების შემდეგაც მიდიოდა მის სანახავად.
ალეკოს საავადმყოფოდან გამოწერის დრო ახლოვდებოდა. გოგონა მოსვენებას კარგავდა. გამოდიოდა, რომ ანანო ალეკოსთვის ერთადერთი ახლობელი ადამიანი იყო. ე.ი. სურდა თუ არა, ის ჩვიდმეტი წლის ბიჭის შემდგომი ბედის პასუხისმგებელი იყო. სად წავა საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ – შორეულ ნათესავებთან, ვისთანაც უბედურ შემთხვევამდე ცხოვრობდა? მაგრამ მათ ის ხომ ერთხელაც არ ინახულეს, ანანოს სატელეფონო ზარებზე კი პასუხობდნენ, რომ თავიანთი საქმეებიც თავზე საყრელი აქვთ და ბოლოს, ამ აზრებით განცდილმა გოგონამ მიიღო სასოწარკვეთილი გადაწყვეტილება.

imageშენს უბედურებას გავიზიარებ
ანანომ დანამდვილებით იცოდა, რომ, თუ მშობლებს ნებართვას სთხოვდა, ისინი შეეცდებიან გადააფიქრებინონ და რადგან ეჭვები გოგონას ბოლომდე არ მოეცილებინა, მას ეშინოდა, არ გამტყდარიყო ლოგიკური მოსაზრებების დაწოლისაგან. „სახლი, რა თქმა უნდა, დიდი არა გვაქვს, მაგრამ ადგილი ყველას ეყოფა“, – ფიქრობდა ანანო. – დედა და მამა კეთილი ხალხია, ინვალიდს ქუჩაში ხომ არ გააგდებენ“. ანანო არ შემცდარა. მშობლებს არაფრით არ გამოუხატავთ განცვიფრება, როცა შვილმა სახლში მიიყვანა ყავარჯნებზე დაყრდნობილი ახალგაზრდა და უთხრა: „ეს ალეკოა, ის ჩვენთან იცხოვრებს“. დედამ დრო იხელთა და ჰკითხა: „გიყვართ ერთმანეთი?“ მამა გაჩუმებული და მეტყველი თვალებით უყურებდა შვილს. მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ შეძლო ანანომ აუღელვებლად მოეთხრო იმ რთულ დღეებზე: „თავდაპირველად მშობლებმა ძლივს შეძლეს თავიანთი გაკიცხვის დამალვა. ვინ იყო მათი შვილისთვის ალეკო? უბრალოდ მძიმე ტვირთი, მაგრამ ის ყველანაირად ცდილობდა, რაც შეეძლო დახმარებოდა. ალეკოს ოქროს ხელები აღმოაჩნდა. ანანოს მამამ ის თავის სამსახურში – სადურგლო სახელოსნოში მოაწყო და მალე მოსწავლითაც კი ამაყობდა. ახლა ლაპარაკიც კი ზედმეტია იმის შესახებ, რომ ალეკო გაუშვან და უთხრან: „ჯანდაბამდის გზაც გქონია“. ანანოს მშობლებისთვის ის შვილივითაა, ანანოსთვის კი – როგორც ძმა. აქამდე ვერ გამიგია, როგორ გადავწყვიტე ასეთი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე! ალბათ, გულმა მიკარნახა“

0
101
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0