სოფლის მეურნეობა ბრიტანელი ავეჯს ზრდის (11 ფოტო) 2015, 7 მაისი, 14:37 გევინ მანრო, რომელიც არის ბრიტანული კომპანიის "Full Grown"-ის მფლობელი მოიფიქრა ავეჯის წარმოების არატრადიციული მეთოდი. ის ავეჯს საკუთარ ფერმაში ზრდის.
პირველი ეტაპი მოიცავს ნერგების დარგვას. შემდეგ ახალგაზრდა ხეს და ტოტებს მექანიკურად აძლევენ საჭირო ფორმას. ტოტების დაბოლოებებს აერთებენ ერთმანეთთან ახლოს რათა საბოლოო ელემენტი (მაგალითად სკამი) იყოს ერთი მთელი, ზედმეტი შეერთებების გარეშე. ცოცხალი ავეჯის ზრდის პროცესი მიმდინარეობს 4 დან 8 წლამდე. ის დამოკიდებულია ხის ჯიშზე. ამჟამად ავეჯის ფერმაში 400-მდე ავეჯი იზრდება. პირველი ავეჯის "მოსავალს" ელოდებიან 2017 წლისთვის. 1604 10-ს მოსწონს
|