x
image
K.P.
მამაკაცი, რომელმაც სიყვარულის გამო, სულ რაღაც, 320 კილოგრამი დაიკლო
image
51 წლის პოლ მეისონს მართლაც გასაოცარი ისტორია აქვს, აი ისეთი, მხოლოდ ზღაპრებსა და ფილმებში რომ გინახავთ.

ბატონი პოლ მეისონი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მსუქანი კაცი. 2013 წელს მამაკაცი 445 კილოგრამს იწონიდა. პოლი დილიდან მოყოლებული დღის ბოლომდე საწოლში ნებივრობდა და მისი ერთადერთი საზრუნავი საკვები გახლდათ. მამაკაცი დიდ სიამოვნებას განიცდიდა, როდესაც საყვარელ კერძებს მიირთმევდა და ცხოვრებაში არც სხვა მიზანი და არც ბედნიერება არ გააჩნდა.image

ერთ დღესაც პოლმა ინტერნეტით შეტყობინება მიიღო, 41 წლის რებეკა, რომელმაც ყველაზე მსუქანი მამაკაცის შესახებ ინტერნეტითვე შეიტყო, სთავაზობდა დახმარებას საოჯახო საქეებში. გაგიკვიდებათ, მაგრამ პოლი და რებეკა 4, 5 საათის მანძილზე სკაიპის მეშვეობით საუბრობდნენ ცხოვრებაზე.

პოლ მეისონი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ასეთი რამ შეემთხვეოდა, მას რებეკა შეუყვარდა, ქალი რომელიც პირადად არასდროს უნახავს, მხოლოდ სკაიპის მეშვეობით ეკონტაქტებოდა. მოულოდნელად ყველაზე მსუქანი კაცის ცხოვრებაში გაჩნდა რაღაც, რაღაც საკვებზე მეტად სასიამოვნო და საინტერესო იყო.


პოლმა მიიღო გადაწყვეტილება დაეკლო წონაში და დაეპყრო რებეკას გული. კომპეტენტური ექიმების ზედამხედველობისა და რჩევების მიხედვით, პოლმა 2 წელიწადში დაახლოებით 300 კილოგრამი დაიკლო. მამაკაცს წინ რთული ოპერაცია ელოდა, ზედმეტი კანის მოშორება.

რებეკას მხარდაჭერით პოლმა საკმაოდ რთული ოპერაცია გაიკეთა, რომელიც 9 საათი გრელდებოდა და 24 კილოგრამი კანი მოიშორა. ის ახლა 125 კილოგრამს იწონის, მისი საყვარელი ქალი კი 50-ს.imageimage

ასეთი ნებისყოფა საყვარელი ქალის გულის დასაპყრობად მართლაც რომ საოცრებაა. როგორც ჩანს ზღაპრულ სიყვარულს არამარტო წიგნებსა და ფილმებში, არამედ ამ სამყაროშიც შეიძლება შევხვდეთ.

imageimage

1
645
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
645
  
საწყალი ტო....
0 1 1