x
პროკრედიტ ბანკიდან 15 000 ლარი, 9 000 დოლარი და 5 000 ევრო გაიტაცეს

imageვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ვარლამ მ. დააკავეს.ყაჩაღობაში ბრალდებულმა "პროკრედიტ ბანკიდან" 15 000 ლარი, 9 000 აშშ დოლარი და 5 000 ევრო გაიტაცა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული საკუთარ ბინაში დააკავეს და გატაცებული თანხა ამოიღეს. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულმა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "პროკრედიტ ბანკი" დააყაჩაღა, საიდანაც 15 000 ლარი, 9 000 აშშ დოლარი და 5 000 ევრო გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში მის საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ამოღებულია ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული თანხა. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში

0
14
5-ს მოსწონს
ავტორი:საბ დეკანოიძე
საბ დეკანოიძე
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0