x
image
worldsport.ge
კობი ბარიანტი: “MVP ჰარდენი უნდა გახდეს”

imageლოს ანჯელეს “ლეიკერსის” ლეგენდის კობი ბრაიანტის აზრით, წლევანდელი სეზონის MVP-ის (ყველაზე სასარგებლო მოთამაშე) ტიტულს “ჰიუსტონ როკეტსის” ლიდერი ჯეიმს ჰარდენი იმსახურებს.
“რთული არჩევანია, მაგრამ მე MVP-ის ტიტულს ჯეიმს ჰარდენს მივანიჭებდი, რადგან ჰადენი მარტო იგებს თამაშებს, ის გუნდის უდავო ლიდერია”- განაცხადა ბრაიანტმა.
რეგულარული სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშის ტიტულზე ჰარდენის მთავარი კონკურენტი “გოლდენ სტეიტის” გამთამაშებელი სტეფ კარია. მიმდინარე სეზონში ჰარდენი საშუალოდ ერთ მატჩში 27.4 ქულას, 5.7 მოხსნას და 7 პასს აგროვებს. კარი კი - 23.8 ქულას, 4.3 მოხსნას და 7.7 პასს. კარის “გოლდენ სტეიტმა” რეგულარულ სეზონში (67 მოგება, 15 წაგება) ორივე კონფერენციაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.



ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0