x
მოსახლეობის 54%-ს ვალი ამძიმებს - თითო მსესხებელს, საშუალოდ, 2-3 კრედიტი მაინც აქვს

imageმიუხედავად სავალუტო კრიზისისა ხალხი საბანკო თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სესხის აღების თხოვნით სულ უფრო ხშირად მიმართავს. შესაბამისად, კრედიტის აღების მსურველთა რიცხვიც მუდმივად იზრდება. "კრედიტ-ინფოს" მონაცემებით, მათ ბაზაში საკრედიტო ჩანაწერების რაოდენობა ბოლო პერიოდში გაიზარდა - მხოლოდ 2015 წლის აპრილისთვის ბაზაში უკვე 9 მილიონი მსესხებლის ჩანაწერია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. წლის დასაწყისიდან მოყოლებული 3 თვეში ბაზაში 500 000 ახალი ჩანაწერი გაჩნდა. 2014 წლის იანვრისთვის მათი რაოდენობა 8, 1 მლნ იყო, 2015 წლის იანვრისთვის კი 8, 5 მლნ-მდე გაიზარდა. "კრედიტ-ინფოსაღმასრულებელი დირექტორის სანდრო გომიაშვილის ინფორმაციით, გაზრდილია მოთხოვნა საკრედიტო ისტორიებზე მათი კლიენტების მხრიდან, რამლებსაც ბანკები, სალიზინგო და სადაზღვევო ორგანიზაციები წარმოადგენენ", - აღნიშნავს გამოცემა."კომერციული ბანკების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხის მოცულობა 4 თვეში 12, 4%-ით გაიზარდა. მკვეთად მოიმატა თავად მსესხებელთა რაოდენობამაც. "კრედიტ-ინფოს" მონაცემებით, მათ ბაზაში საკრედიტო ჩანაწერების რაოდენობა 3 თვეში 500 ათასით გაიზარდა და უკვე 9 მლნ-ს შეადგენს. საკრედიტო დავალიანება კი დაახლოებით 2 მლნ ადამიანს აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ტიპის სესხი მთელი ქვეყნის მოსახლეობის 54%-ს აქვს და თანაც თითოს 2-3 მაინც" - წერს გაზეთი "რეზონანსი"სტატიაში სათაურით "მოსახლეობის 54%-ს ვალი ამძიმებს / თითო მსესხებელს, საშუალოდ, 2-3 კრედიტი მაინც აქვს."9 მლნ-დან ყველა აქტიური სესხი არ არის, მათ შორის არის დაფარულიც. აქედან აქტიური სესხი 3 630 000-ია. დაკრეტიდების ზრდა განპირობებულია იმით, რომ კრედიტის აღება უფრო ხელმისაწვდომი გახდა და უფრო მეტ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს საკრედიტო პროდუქტებით. მოსახლეობის დაკრედიტება გააქტიურა ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციებმაც", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო გომიაშვილი."ბოლო 4 თვეში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 12, 4% არის გაზრდილი . თუ 1 იანვარს მთლიანი სესხის მოცულობა იყო 13, 08 მილიარდი ლარი, 1 აპრილის მონაცემების ეს რიცხვი 14, 714 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მოიმატა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამაც, რომელიც 29, 4%-თაა გაზრდილი. სებ-ის მონაცემებით, 1 იანვარს ვადაგადაცილებული სესხი მთლიანად 252 654 000 ლარს შეადგენდა, 1 აპრილს კი 325 631 000-მდე გაიზარდა. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს საბანკო ვალდებულებების გასტუმრება უჭირს, თუმცა მათი ნაწილი გამოსავალს ისევ სესხის აღებაში ხედავს", - წერს სტატიის ავტორი."კრედიტ-ინფოს" ბაზაში ინფორმაცია სულ 2 მლნ ფიზილურ პირზეა განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ტიპის საკრედიტო ვალდებულება სწორედ ამდენ ადამიანს გააჩნია. ბოლო აღწერით საქართველოში სულ 3, 7 მლნ ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად, გამოდის, რომ სესხით მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 54-55% სარგებლობს. გომიაშვილის გათვლით თითო მსესხებელს 2-3 კრედიტი მაინც აქვს. რამდენია ნეგატიური ჩანაწერი - ანუ რამდენი მსესხებელია ე.წ. "შავ სიაში", ამის შესახებ "კრედიტ-ინფოს" ინფორმაცია არ აქვს. როგორც "ჯი-ბი-სი" წერს, 2010 წლიდან ორგანიზაციამ ეროვნულ და კომერციულ ბანკებთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ნეგატიური ჩანაწერების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება შეწყვიტა. მას შემდეგ ბაზაში მსესხებელზე ერთი საკრედიტო ისტორია შეიქმნა, რომელშიც მის მიერ შესრულებული ან შეუსრულებელი ვალდებულებები ერთიანად აისახება. "კრედიტ-ინფოში" მსესხებლის საკრედიტო ისტორია 5 წლამდე ვადით ინახება", - დასძენს გამოცემა."საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი რომ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციის სესხით სარგებლობს, ამაში ცუდი არაფერი იქნებოდა, ეს სესხი, სესხებლის ფინანსური მდგომარეობის შერყევის საფუძველი რომ არ იყოს. თუ ცივილურ სამყაროში სესხი მატერიალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება, ჩვენთან ამას ფინანსური მდგომარების გაუარესება ახლავს თან. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში კომერცოიულ სტრუქტურებს სესხებზე საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ დაწესებული. ჩვენი მოსახლეობა, რომელსაც ათეულობით წლის მანძილზე ყველაფერი აკლდა, ახლა ივსებს დანაკლისს, მაგრამ რეალურად ეს იწვევს მათ გაღარიბებას. მიუხედავად იმისა, ეომ იძენენ გარკვეულ ნივთებს, მაინც ღარიბდებიან. საფინანსო სექტორი მუშაობს საკუთარი თავის გამდიდრებაზე და არა ეკონომიკაზე. სხვადასხვა ტიპის სესხით, რომელიც გაცემულია მოსახლეობაზე, აფინასებს იმპორტს და არა ადგილობრივ ეკონომიკას", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საბანკო-საფინანსო საკითხების სპეციალისტი ლია ელიავა.

0
192
4-ს მოსწონს
ავტორი:საბ დეკანოიძე
საბ დეკანოიძე
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0