კალათბურთი ფაჩულიას 8 ქულა და “მილუოკი ბაქსის” სამარცხვინო მარცხი 2015, 1 მაისი, 11:31 ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” პლეი ოფის მეექვსე მატჩში შინ “ჩიკაგო ბულზს” დაუპირისპირდა და 54-ქულიანი სხვაობით 66:120 განადგურდა. “მილუოკმა” საკუთარ დარბაზში, თავისი პლეი ოფების ისტორიაში, ყველაზე დიდი ანგრიშით წააგო. სხვაობა კიდევ 4 ქულით მეტი რომ ყოფილიყო, ვისკონსინელები ნბა-ს პლეი ოფების ყველა დროის ანტირეკორდს გაიმეორებდნენ. 1956 წელს “სენტ ლუისმა” შინ “მინესოტასთან” 75:133 წააგო. ლაშა ქოიავა 1 შეფასება არ არის
|