x
image
natia.a
როგორი ქალები არ მოჰყავთ ცოლად მამაკაცებს
ამასწინათ შემთხვევით გადავაწყდი სტატიას, რომელშიც "პროფესიონალი" ე.წ. მაშვალი საუბრობდა იმაზე, თუ როგორი გოგოები არ უნდათ ცოლად პოტენციურ სასიძოებს. დავინტერესდი და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამენდო მომავალი ბედნიერების ეს "საიდუმლო", განსაკუთრებით კი გასათხოვარი გოგონების საყურადღებოდ.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ქალის რამდენიმე ტიპს, რომელთა ცოლად მოყვანასაც მამაკაცები უფრთხიან ან უბრალოდ თავს არიდებენ.


1. გოგონა - "შეფი"image


ამ ტიპის გოგოები თავიდან შეიძლება ბევრს მოსწონდეს: მამაკაცებს ხომ უყვართ ამბიციური ქალბატონები, რომლებმაც იციან რა უნდათ ცხოვრებისგან და ყველა საშუალებით ცდილობენ მიაღწიონ. მაგრამ თანდათან კაცი იღლება ამგვარ ქალთან ურთიერთობით, თავს სკოლის დაბალი კლასის მოსწავლედ გრძნობს, რომელსაც მასწავლებელი გამუდმებით უთითებს რა აკეთოს.




2. გოგონა - "ყოველდღიური ეჭვიანობა".


image
ამ ტიპის ქალებს მამაკაცები განსაკუთრებით ერიდებიან. ამ ხასიათის გოგოები განსაკუთრებით ეჭვიანები არიან. მით უმეტეს, თუ მათ ცხოვრებაში ერთხელ უკვე იყო ღალატი. ამიტომაც გაურბიან მამაკაცები: ძნელია, წარსულში სხვის მიერ მიყენებული ტკივის ან უკვე ხასიათად ქცეული ეჭვიანობის გამო მთელი ცხოვრება სასჯელს შენ იხდიდე...



3. გოგონა - "მოთამაშე"


image
მართალია, თავიდან მამაკაცებს ხშირად მოსწონთ, როდესაც ქალი "ეთამაშება", ძნელად მოსაპოვებელი გოგოს როლს ირგებს. მაგრამ გრძელვადიან ურთიერთობებში ამგვარი ქმედება შეიძლება პრობლემად იქცეს. საბოლოოდ მამაკაცს მაინც უფრო სტაბილური მეწყვილე სჭირდება, ვინც გამუდმებით არ ითამაშებს მის გრძნობებზე და მოუფრთხილდება მას.

4. გოგონა - "მის გარდა არაფერი მაინტერესებს"

ამ ტიპის გოგონებს მამაკაცები ნამდვილად თავს არიდებენ. დიახ, თავიდან შეიძლება მოეწონოთ ქალის მხრიდან გადამეტებული ყურადღება, ზრუნვა, მაგრამ ცოტა ხანში დაიღლებიან ამით, ყელში ამოუვათ და იგრძნობენ, რომ "სუნთქვა უჭირთ".



5. გოგონა - "მამიკოს გოგო"

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ამ ტიპის გოგონები, როგორც წესი, თავისზე ბევრად დიდი ასაკის მამაკაცებს ირჩევენ, რადგან მათში ქვეცნობიერად მამის სახეს პოულობენ. თავიდან შეიძლება მამაკაცს მოეწონოს კიდეც უმცროსი გოგოსგან ყურადღება, მაგრამ მალე მიხვდება, რომ ქალი მასში ნაკლებად ხედავს პარტნიორს და ეს ნამდვილად არ მოეწონება.

6. გოგონა - "დიეტაზე ვარ!"


image
ეს კიდევ ერთი შეცდომაა, რომელსაც დღევანდელი გოგონები უშვებენ. იმის გამო, რომ საყვარელი ადამიანისთვის იდეალურად გამოიყურებოდნენ, საერთოდ არაფერს მიირთმევენ. საღამოს, სამსახურიდან მოსულ, დაღლილ ქმარს ხომ განსაკუთრებით მოსწონს, როცა ცოლი ცხელ სადილსა და გემრიელ დესერტს დაახვედრებს და ერთად მიირთმევენ... ან თუნდაც რესტორანში ერთად ივახშმებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, მარტო სადილი არავის მოსწონს.

7. გოგონა - "მსურს შეგცვალო".

ქალის კიდევ ერთი გავრცელებული ტიპი, რომელიც მთელი ძალით ცდილობს მამაკაცის შეცვლას, მისი ხასიათის ამა თუ იმ შტრიხის "გამოსწორებას", საკუთარ გემოვნებაზე მორგებას. შეიძლება ბევრი სუსტი ხასიათის მამაკაცი მოექცეს ასეთი ქალის გავლენის ქვეშ, მაგრამ უმრავლესობა მაინც გაურბის მასთან სერიოზულ ურთიერთობას.

8. გოგონა - "ჭორიკანა".


image
რა გასაკვირია, რომ გოგონები, რომლებიც გამუდმებით სხვების ცხოვრებაზე, პრობლემებსა თუ ქმედებებზე საუბრობენ, მაინცდამაინც არ ხიბლავთ მამაკაცებს. ამგვარი ტიპის ქალთან ბვრი მამაკაცი თავშეკავებულად იქცევა და სიფრთხილეს იჩენს, რადგან ხვდება, რომ, სავარაუდოდ, ერთ დღესაც მისი ქმედებაც გახდება ქალის საჭორაო.



სულ ეს იყო.

ვიღაც იტყვის, ბედისწერა მაინც თავისას შვება და ამგვარი დეტალური შერჩევის დროს არ გვიტოვებსო... - დაგეთანხმებით.

მაგრამ მაინც საინტერესო იქნებოდა მამაკაცების აზრი ამ ყველაფრის შესახებ...

1
281
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
281
  
2015, 2 ივნისი, 9:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1