ტენდენციები ვარსკვლავები ყველაზე უგემოვნო სამოსში 2015, 28 აპრილი, 11:27 თანამედროვე მოდა ზოგჯერ აიძულებს ვარსკვლავებს ჩაიცვას ის სამოსი, რომელიც აშკარად არ უხდება.შეხედავ რომელიმე სელებრითს გამოწყობილს რომელიმე ცნობილი მოდელიორის სამოსში და ნელ-ნელა რწმუნდები, რომ მსოფლიო შეიშალა.
1-კიმ კარდაშიანის ისედაც ბარაქიანი დუნდულები ნამდვილად არ ჯდება Atsuko Kudo-ს ლატექსის კოსტუმში, ისე ჩანს გეგონება ბოულინგის ბურთებიო. 2-ბრიტანელ მომღერალ რიტა ორას ლატექსის კაბა Atsuko Kudo-სგან და კედები... 3-ამერიკელი მსახიობი და როკ-ჯგუფ 30 Seconds To Mars-ის სოლისტი ჯარედ ლეტო საფრთხობელას უფრო ჰგავს.ერთმანეთში შეხამებული აქვს ინდური მოტივი, ქვედაბოლო და ტყის მჭრელის ბოტები. 4- Victoria’s Secret -ის ანგელოზი ალესანდრა ამბროსიო Balmain-ის მაქმანებიან კომბინიზონში. 5-სკანდალურ პოპ-ვარსკვლავ მაილი საიურუსს ნამდვილად არ ექნება ნანახი ბულგაკოვის "ძაღლის გულის"ეკრანიზაცია, რევოლუციონერი ვიაზემსკაია, რომელიც პროფესორ პრეობრეჟანსკის ვერ გაერკვია ქალი იყო თუ კაცი? 6-იტალიელმა მოდელმა კიარა ფერნაიმ მხარი დაუჭირა ტრენდს "გამოსასვლელი პიჟამო", რომელიც Sonya Rykiel-მა წარმოდგინა. 7-უმა ტურმანმა თავია შეიწუხა საღამოს კაბაზე და ყოველდღიური სამოსით გამოცხადდა ნიუ-იორკში მდებარე დალაი-ლამას ცენტრში. 8-მომღერალი რიანა რესტორანში ლანჩზე.. 9-პოპის დედოფალი მადონა ბადე-კოლგოტში და Alexander Wang -ის პლატფორმაზე შემდგარი. 10-მსახიობი მეიტლენდ უორდი, რომელმაც ძირითადად სერიალებით გაითქვა სახელი, ხალხში Adolfo Sanchez-ს კაბით გამოვიდა..ისე შეეძლო საერთოდაც არ ჩაეცვა. 11-ბრიტანელი მომღერალი FKA Twigs საკმაოდ სარისკო და უცნაურ სამოსში გამოცხადდა BRIT-AVARDS 2015-ის ცერემონიალზე, რომელიც Alexander McQueen-ის საგაზაფხულო კოლექციიდან არის. 12-მომღერალი ლილ კიმი ტყავის კომბინიზონში, მოშიშვლებული დეკოლტეთი და ყვითელ ფეხსაცმელებში. 13-ელ ფანინგის ამ კაბამ ბევრს იქნებ ბავშვობის წლები გაახსენა?ასე ეცვათ ტქვენს დედიკოებს . მსახიობს ვერცხლისფერი პლატფორმაზე შემდგარი ფეხსაცმელი აცვია. 14-ჰოლივუდის მსახიობი რებელ უილსონი ლატექსის კოსტუმში და ანგელოზის ფრთებით. 15-ჩინური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი ბაი ლინგი, ყოველთვის არაორდინალურობით გამოირჩევა..არც ეს გახლავთ გამონაკლისი. 16-ბრიუს უილისის და დემი მურის ქალიშვილის, მოდური ბლოგერის ტალუნა უილისის საკმაოდ უცნაური სამოსი. აშკარად ჩანს, რომ გოგონამ ინანა, როდესაც ეს "კაბა" ჩაიცვა. 1324 10-ს მოსწონს
|