კალათბურთი ფაჩულიას 9 ქულა, 10 მოხსნა და გამარჯვება ჩიკაგოში 2015, 28 აპრილი, 10:16 გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის მეხუთე მატჩში, “ჩიკაგო ბულზი” შინ ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქს” დაუპირისპირდა. “ხარებმა” ვერცერთი პერიოდის მოგება ვერ შეძლეს, საბოლოოდ კი 88:94 დამარცხდნენ. “ჩიკაგო” სერიას 3:2 იგებს. მომდევნო მატჩი 30 აპრილს მილუოკიში გაიმართება. ვისკონსინელთა მოგების და ანგარიში გათანაბრების შემთხვევაში გადამწყვეტი, მეშვიდე მატჩი ჩიკაგოში 2 მაისს გაიმართება. ლაშა ქოიავა 0 შეფასება არ არის
|