x
ვინ დააუთოვა ბავშვი ფერეთაში

imageბოროტმოქმედებმა საუბრისას ვინმე ალექსანდრე რაზმაძე ახსენეს, რომელიც სამართალდამცველებმა მალევე დაიჭირეს. რაზმაძე დაზარალებული ქეთევან არველაძის ნათესავია.დაკავებულმა თავდაპირველად დანაშაული აღიარა. საქმის მასალებში კი ჩაიდო ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც პასუხი გასცა გამოძიების კითხვას: იყო თუ არა დაზარალებულისა და ეჭვმიტანილის სამოსზე ურთიერთგარდამავალი ბოჭკოების ნაწილაკები?
დასკვნაში წერია:“ქეთევან არველაძის მონაცრისფრო პოლიეთერულ ბოჭკოებს და ალექსანდრე რაზმაძის მაისურის შემადგენელ ბოჭკოებს, აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები“.სოფელ ფერეთაში გასული წლის პირველ სექტემბერს ქეთევან არველაძის სახლში შეჭრილმა ბოროტმოქმედებმა, მის 4 წლის ვაჟს, ორივე ხელი უთოთი დაუწვეს.ამ დასკვნის თანახმად ალექსანდრე რაზმაძის ბრალეულობა აშკარად დასტურდებოდა, თუმცა გამოძიებამ მას ყაჩაღობის ფაქტზე, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზის გამო ბრალი აღარ წაუყენა, ის სხვა დანაშაულისთვის გაასამართლეს და სამთვიანი პატიმრობის შემდეგ გირაოს გადახდისთანავე გაათავისუფლეს.
უამრავ ეჭვმიტანილს შორის, რომელიც პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა, 19 წლის ანზორ ხურციძეც იყო.19 სექტემბერს ხურციძე იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით ქუთაისში სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.დაკავებიდან ერთ საათში პოლიციამ ეჭვმიტანილის სახლი და ბოსელი გაჩხრიკა, საიდანაც არველაძეების ოჯახის დაყაჩაღებისას დაკარგული მუსიკალური ინსტრუმენტის მიკროფონი ამოიღო. დაზარებულმა მხარემ დაკარგული მიკროფონი ამოიცნო, თუმცა დაკავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათი სახლიდან ამოღებული ნივთი დაკარგულს არ შეესაბამება.
ანზორ ხურციძის ახლობლები და მეზობლები ამბობენ, რომ იმ დროს როდესაც არველაძეების ოჯახი დააყაჩაღეს, ანზორ ხურციძესახლში იმყოფებოდა.„ჩემ ძმას ქონდა პრობლემა, სოფელში დააკავა პოლიციამ და გათავისუფლებისთვის ფულს სთხოვდნენ.ჩემმა ძმამ ჩარია ამ საქმეში ხალხი და ის პოლიციელები, ქრთამის გამოძალვისთვის დააკავეს“-აცხადებს ანზორ ხურციძის ბიძა.უამრავ ეჭვმიტანილს შორის, პოლიციამ რატომ შეაჩერა არჩევანი მაინცდამაინც ანზორ ხურციძეზე?მის ახლობლებს რამდენიმე მოსაზრება აქვთ. ეჭვმიტანილის ბიძა კი ვარაუდობს, რომ მისი ძმიშვილის დაკავება, იმ პოლიციელების ანგარიშსწორების შედეგია, რომლებიც ოჯახს წლების წინ ერთი შემთხვევის გამო დაუპირისპირდნენ.

0
326
3-ს მოსწონს
ავტორი:საბ დეკანოიძე
საბ დეკანოიძე
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0