ქალი და მამაკაცი როგორ ამოვიცნოთ ადამიანის ხასიათი კოცნის მიხედვით? 2015, 26 აპრილი, 23:02 თუ თვალები სულის სარკეა, რომელშიც ადამიანის ჩანაფიქრის წაკითხვა შეიძლება, ტუჩები პარტნიორის ემოციურობის და მგრძნობელობითი პოტენციის ანარეკლია. გარდა ამისა, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კოცნა ინტიმური ურთიერთობების ერთგვარი ბარომეტრია, რომელსაც შეუძლია გამოამჟღავნოს პარტნიორის ხასიათის ზოგიერთი შტრიხი, ჩვეულებები და ფარული სურვილები.
თუ თქვენმა პარტნიორმა საკმაოდ უხეშად იცის კოცნა, ენის რიტმული, ერთფეროვანი მოძრაობებით და გახელილი თვალებით, ეს მიუთითებს ცხოვრების მიმართ მის ძალიან სერიოზულ დამოკიდებულებაზე. იგი რეალისტია, ამიტომ ყველაზე მეტად აფასებს ადამიანებში სტაბილურობას, ემოციებისა და გრძნობების დროულად შეკავებას. მასთან ცხოვრება მშვიდი და საიმედო იქნება. თუმცა ნუ დაელოდებით მისგან გრძნობების გადმოფრქვევას და გიჟურ რომანტიულ ფანტაზიებს - მას ეს უბრალოდ არ შეუძლია. თუ პარტნიორი ძალიან ნაზად და დიდი გრძნობით გკოცნით, დახუჭული თვალებით, თან ისე ნაზად გეხვევათ, თითქოს ანტიკვარული ლარნაკი იყოთ, თქვენს წინაშე ჭეშმარიტი რომანტიკოსია. კოცნისას ასეთი ადამიანი ეთიშება გარესამყაროს და მთლიანად ეძლევა სასიყვარულო ფანტაზიებს. იგი თქვენს მიმართ ძალიან ყურადღებიანი, მზრუნველი და მოსიყვარულე იქნება, თუმცა ზოგჯერ გაუბედავი და საკუთარი თავის მიმართ ურწმუნოც. ნუ ელით მისგან ვნებების ქარ-ცეცხლს, თუმცა უსაზღვრო სინაზე გარანტირებული გექნებათ. მთავარია თქვენ თავად არასოდეს გაუცრუოთ იმედი! კოცნისას პარტნიორი მაგრად გეხვევათ, როგორც მტაცებელი ნადავლს, ხოლო მისი კოცნა აქტიური, მკვეთრი და ძალაუფლების მაჩვენებელია - ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი რჩეული მკვეთრად გამოხატული მესაკუთრეა. მას ჰაერივით სჭირდება საიმედო საყრდენი და შეგრძნება იმისა, რომ ვნების ობიექტს სრულად ფლობს. თუ თქვენ ამ ყველაფრის მიცემაზე თანახმა ხართ, ყველაფერი გამოგივათ. თუ თქვენს პარტნიორს აშკარა სიამოვნებას ანიჭებს სახალხოდ კოცნა, ამასთან ცოტა გაზვიადებული და გათამაშებული ვნებებით, იგი პოზიორია. ამ ტიპის ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეგრძნება იმისა, რომ გარშემომყოფებს შურთ მისი - ეს აკმაყოფილებს მის ავადმყოფურ თავმოყვარეობას და ამავდროულად კურნავს მის მრავალრიცხოვან კომპლექსებს. თუმცა ზოგჯერ ამგვარი ქცევა მიუთითებს არა იმდენად პოზიორის ცუდ ხასიათზე, რამდენადაც მის მორიდებულობასა და მარტოსულობაზე. თუ ყოველი კოცნის შემდეგ თქვენი პარტნიორი პირში წყალს ივლებს, იწმინდავს კბილებს ან ღეჭავს საღეჭ რეზინს, ხოლო კოცნა 10 წამზე მეტ ხანს არ გრძელდება, თქვენ ნამდვილად არაფერი გაქვთ შესაშური - თქვენს წინაშე ფორმალისტია. ასეთი ადამიანები პედანტები არიან და სრულიად დარწმუნებულნი არიან, რომ სექსი არაესთეტიურია. თუმცა ამ ნიღბის უკან, ფორმალისტები, როგორც წესი მალავენ საკუთარი პერსონის მიმართ გადაჭარბებულ ყურადღებას და უუნარობას თანაუგრძნონ სხვებს. ხოლო თუ თქვენ მოახერხეთ და შეგიყვარდათ ისეთი უნიკალური ასება, რომელსაც კოცნა საერთოდ არ უყვარს და ამას ძალდატანებით აკეთებს, იცოდეთ, რომ საქმე გაქვთ გამოუსწორებელ უსაქმურთან. ასეთი ადამიანები ცდილობენ არაფერში არ დაიძაბონ, გრძნობების გამოვლენაშიც კი. მათ სხვებზე არანაკლებ უყვართ ცხოვრება და ცხოვრებისეული სიხარულები, მაგრამ ოცნებობენ ისე მიიღონ სიამოვნება, რომ თავს ძალა არ დაატანონ. სასწაულები, რა თქმა უნდა ხდება და ზოგჯერ ამგვარ ზარმაცებსაც შეიძლება რაღაც გამოუვიდეთ... თუმცა გჭირდებათ თუ არა თქვენ მასთან ერთად სასწაულის მოლოდინში ყოფნა, თავად გადაწყვიტეთ. 349 8-ს მოსწონს
|