x
image
beko777
ეკა კვალიაშვილი გარდაიცვალა?! ვინ ავრცელებს ვირუსულ ინფორმაციებს?!

imageბოლო დღეებია სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ინფორმაციული ლინკები მომღერალ ეკა კვალიაშვილის გარდაცვალების შესახებ, როგორც აღმოჩნდა ინფორმაციის გავრცელების პირველ წყარო ვინმე "ლერი სანაძეს" სახელითაა დარეგისტრირებული და ტრადიციულად მცდარ "ახალ ამბავს" მოიცავს, რადგან საბედნიეროდ მომღერალი ნორმალურადაა და თავის კომენტარს "ფეისბუქსი" პირად გვერდზეც დებს

ეკა კვალიაშვილი: - ყურადღება, ვირუსია!!! მოკლედ, იმისათვის, რომ "ლაიკები" მოაგროვონ რეებს აღარ კადრულობენ, შეიძლება თქვენს ჩატში მოვიდეს ლინკი, რომ კვალიაშვილი გარდაიცვალაო, არა საყვარელო ადამიანებო, აქ ვარ. ცოცხალი ვარ მადლობა ღმერთს! - წერს მომღერალი და თაყვანისმცემლების არმაის ამ მოკლე და კონკრეტული განცხადებით ამშვიდებს.


ქართულ რეალობაში ეს პირველი შემთხვევა არაა და მსგავსი პრეცედენტები ხშირად ყოფილა, ბოლო პერიოდში ეთერ კაკულიას გარდაცვალების ამბავი იყო "პოპულარული" თანაც იმ დონეზე, რომ მისმა კოლეგამ ლიზა ბაგრატიონმა საკუთარ კონცერტზე, ფილარმონიის სცენიდანაც კი გამოაცხადა კაკულიას გარდაცვალების ამბავი და ერს მიუსამძიმრა და როცა გაიგო, რომ ეს ტყუილი იყო, აღმოჩნდა რომ სახალხო ბოდიშის შემდეგ დიდი ხნის მანძილზე პირადად არც დაურეკავს საბოდიშოდ ეთერ კაკულიასთვის.


მოკლედ მსგავსი სახის ვირუსული ინფორმაციები მომხმარებლის, სათაურის შინაარსზე წამოგებას ემსახურება, - რადგან ლინკის გახსნის შემთხვევაშ ის, უბრალოდ არ გაიხსნება და შესაბამისად თქვენი კომპიუტერის შიდა ბლოკიც დავირუსდება, ამიტომ გირჩევთ მოერიდოთ იმ ინფორმაციების ლინკის გახსნას როცა საიტი არ მთავრდება ამ ge ან com ან ru დომეინზე.


imageimageimage


0
461
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
461
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0