x
image
worldsport.ge
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა

imageქალ მოჭადრაკეთა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მეექვსე ტურში დიდ ინტერესს იწვევდა პირველ-მესამე ადგილზე მყოფი - საქართველოს (9 ქულა), რუსეთისა (8) და ჩინეთის (7) შეხვედრები შესაბამისად, აშშ-ს, პოლონეთისა და ყაზახეთის ნაკრებ გუნდებთან. როგორც სატურნირო მდგომარეობიდან, ისე რეიტინგიდან გამომდინარე, ფავორიტებად სატურნირო ცხრილის პირველი სამეულის გუნდები ითვლებოდნენ. საქართველოს ნაკრებიდან დაფების მიხედვით ბელა ხოტენაშვილი (2513 რეიტინგი) – ტავეტ აბრაჰამიანს (2301), ლელა ჯავახიშვილი (2481) – კატერინა ნემცოვას (2279), მერი არაბიძე (2374) – ვიქტორია ნის (2188), ხოლო ნინო ბაციაშვილი (2473) – ალისა მელხინას (2235) დაუპირისპირდა. სალომე მელია (2459, საქართველო) და საბინა ფოიშორი (2235) ისვენებდნენ.
აღნიშნული პარტიებიდან პირველი მელხინა – ბაციაშვილის შეხვედრა დასრულდა, რომლებიც ყაიმზე შეთანხმდნენ. ამის შემდეგ ხოტენაშვილმა შეძლო აბრაჰამიანის დამარცხება და გუნდი 1, 5-0, 5 დააწინაურა. ჯავახიშვილმა ყაიმით და არაბიძემ გამარჯვებით კიდევ უფრო გაზარდეს საქართველოს ნაკრების უპირატესობა, ქართველმა ქალებმა მეტოქე 3:1 დაამარცხეს და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნეს.
ლიდერთა შორის მყოფი გუნდებიდან ქართველ გულშემატკივართათვის ყველაზე კარგი შედეგი დაფიქსირდა ყაზახეთი – ჩინეთის შეხვედრაში, რომელიც ფრედ 2-2 დასრულდა. ამით, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა უშუალო კონკურენტმა უაღრესად მნიშვნელოვანი ქულა დაკარგა. რაც შეეხება რუსეთს, მან შანსი არ დაუტოვა პოლონეთს და დიდი ანგარიშით 3, 5-0, 5 დაამარცხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ოქროს მედლებისათვის ბრძოლაში ყველაზე დიდ შანსს საქართველო და რუსეთი უნარჩუნებენ, რომლებიც შესაბამისად I-II ადგილებზე იმყოფებიან.
მომდევნო ტურში საქართველოს ინდოეთის სახით სერიოზული მეტოქე ჰყავს. რუსეთის მეტოქე ყაზახეთი იქნება. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთმა აქამდე ჩემპიონატის ფავორიტებიდან ინდოეთი დაამარცხა, ჩინეთთან კი ფრე ითამაშა.
მეექვსე ტურის ტექნიკური შედეგები.
აშშ – საქართველო 1-3
ინდოეთი – ეგვიპტე 4-0
პოლონეთი – რუსეთი 0, 5-3, 5
ყაზახეთი – ჩინეთი 2-2
უკრაინა – სომხეთი 2, 5-1, 5
26 აპრილი. მეშვიდე ტური.
საქართველო – ინდოეთი
სომხეთი – აშშ
ჩინეთი – უკრაინა
რუსეთი – ყაზახეთი
ეგვიპტე – პოლონეთი
სატურნირო მდგომარეობა 6 ტურის შემდეგ
I საქართველო 11 ქულა
II რუსეთი 10
III ჩიბეთი 8
IV უკრაინა 7
V-VI სომხეთი, ინდოეთი 6-6
VII ყაზახეთი 5
VIII აშშ 4
IX პოლონეთი 3
X ეგვიპტე 0


როლანდ ლაბუჩიძე

www.worldsport.ge

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0