x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გაერომ გამოაქვეყნა 2015 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი
გაერომ გამოაქვეყნა 2015 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი(World Happiness Report).

წელს რეიტინგს ლიდერობს შვეიცარია.მას მოჰყვებიან ისლანდია და დანია. ტენდეცია გრძელდება.

image

პირველად მსგავსი რეიტინგი გაერომ 2012 წელს გამოქვეყნა და ყოველთვის ყველაზე ბედნიერი ერების რეიტინგში მოწინავე პოზიციაზე მცირე ზომის ევროპული ქვეყნები დომინირებენ.



რეიტინგის შედგენის დროს გათვალისწინებულია შემდეგი პარამეტრები:მთლიანი შიდა პროდუქტის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, სამოქალაქო თავისუფლება, კორუფციის დონე, მოსახლეობის დიდსულოვნება და სიუხვე.


პირველ ათეულში შევიდნენ აგრეთვე ნორვეგია, ფინეთი და შვეცია.

image

პირველ ათეულში მხოლოდ სამი არაევროპული ქვეყანა მოხვდა, ეს გახლავთ კანადა, ახალი ზელანდია და ავსტრალია.


მუსულმანური ქვეყნებიდან ყველაზე მაღალია ადგილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს უკავია(20)


111 ადგილი დაიკავა მეომარმა უკრაინამ, რომელმაც გადაასწრო ერაყს, ბულგარეთს, საქართველოს და სომხეთს.


აგრესორი რუსეთი 64 ადგილზეა.


ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ადგილი ლიტვამ დაიკავა-56 ადგილი, რითაც სხვა ბალტიის ქვეყნებს მკვეთრად გაუსწრო(ესტონეთი -73, ლატვია-89).


ყველაზე უბედური ქვეყნების ბოლო სტრიქონს იკავებს ტოგო, აქვე არიან ავღანეთი, სირია, ბურუნდი, ბენინი, რუანდა, ბურკინა ფასო, კოდ'დ'იუვარი, გვინეა და ჩადი.



0
159
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0