x
„მკაფიო მინიშნებას აკეთებს აჰმედ ზაკაევი, ის გვაფრთხილებს, რომ ეს ადამიანები უკან შემობრუნდებიან“

imageსირიაში საომრად არასრულწლოვანის წასვლაზე იმსჯელეს პანკისის ხეობაში გამართულ უხუცესთა საბჭოს სხდომაზე. უხუცესებმა სამართალდამცავებსა და მთავრობის წევრებს მოუწოდეს ახალგაზრდების საქართველოში დაბრუნება უზრუნველყონ და ხეობიდან სხვების წასვლაც გააკონტროლონ.
არასრულწლოვნის მიერ საზღვრის გადაკვეთა მესაზღვრის შეცდომად შეაფასა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.ბოლო დროს აქტუალური გახდა პანკისიდან სირიაში წასული ახალგაზრდების თემა. ბიჭები, რომლებიც სირიაში წავიდნენ, არასრულწლოვნები არიან. სავარაუდოდ ისინი ისლამური სახელმწიფოს რიგებში საბრძოლველად გაემგზავრნენ. ახალგაზრდების მშობლები აცხადებენ, რომ ბავშვები სირიაში გააპარეს, თუმცა ვინ გააპარა ეს არა მარტო ამ ახალგაზრდების მშობლებმა და ნათესავებმა, არამედ ჯერ-ჯერობით ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა.სირიაში მოზარდების წასვლას გამოეხმაურა განათლების მინისტრი თამარ სანიკიძეც. მისი თქმით, პანკისის ხეობიდან სირიაში წასვლის შემთხვევები შემცირებულია და მინიმუმამდეა დაყვანილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ იმისათვის, რომ პანკისიდან სირიაში საბრძოლველად გადინება შეწყდეს და რა მექანიზმები არსებობს ამისთვის, სანიკიძემ უპასუხა, რომ კონკრეტული ფორმულა, რომელიც დღეს შეიძლება გააკეთო და ხვალ ეს მომენტი აღარ დადგეს, არ არსებობს.„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი "ვინიუსთან" საუბარში ამბობს, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს სტრატეგია იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ფაქტი აღარ მოხდეს."არის კონკრეტული მიდგომები, რომელსაც ისედაც ახორციელებს განათლების სამინისტრო, შესაბამისი ორგანოები. ნამდვილად დიდი დაკვირვება გვმართებს ამ კუთხით. სკოლები გაფრთხილებულები არიან. იმ ახალგაზრდების შემთხვევაში, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს და საბრძოლველად წავიდნენ, ძალიან დიდი გამოკითხვის შემდეგაც გაჭირდა დადგენილიყო, თუკი იყო რაიმე სურვილისმაგვარი, მონდომება, ან მათ საქციელში თუ იყო რამე შეკითხვის გამჩენი. სამწუხაროდ, თავის დროზე ასეთი პრობლემის იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სკოლის დონეზე სამუშაო”- განაცხადა თამარ სანიკიძემ.„არასასურველი მოვლენაა, როდესაც პანკისის ხეობიდან ახალგაზრდები საბრძოლველად მიდიან. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით სტრატეგია, რა გააკეთოს, როგორ იმუშაოს ამ ახალგაზრდებთან. როგორ მოახდინონ მათი დარწმუნება, რომ შემდგომში ასეთი ფაქტები აღარ მოხდეს. ჩვენ ვნახეთ, რომ ორი არასრულწლოვანი ისე გადავიდა საზღვარზე, რომ არავინ გააჩერა. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, მეტი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ამ ახალგაზრდებთან, რათა აღარ მოხდეს სირიაში მასობრივი გასვლა", - განაცხადა წერეთელმა.„იქ ყოფნა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობა ამ ადამიანებსა და მათ მომავალს თავის დაღს დაასვამს. თეორიულად, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს საფრთხე, გააჩნია მათ მიზნებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლებსას გააჩნია ბერკეტებიც, სამსახურებიც იმისათვის, რომ დაადგინოს ვისგან რა საფრთხეა მოსალოდნელი“- ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი.გიგი წერეთელი კონკრეტულ საფრთხეებზე, რომელიც ამ ადამიანებისგან შესაძლოა შეიქმნას არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ საომარი მოქმედები ამ ახალგაზრდებსა და მათ მომავალს დაღს დაასვამს.სირიაში მოზარდების წასვლასთან დაკავშირებით, “ვინიუსი“ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილსაც დაუკავშირდა. სოსო ცისკარიშვილის თქმით, სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებელი, სახელმწიფოს ხელისუფლებაა.ხელისუფლება, რომელიც უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, როდესაც მას თვალები აქვს დახუჭული, ამა თუ იმ მოვლენაზე, უარეს დღეში ჩავარდება. როგორც ექსპერტი აცხადებს, საზოგადოებასაც ეკარგება სიმშვიდის საფუძველი როდესაც სიტუაცია მწვავდება. სოსო ცისკარიშვილი მოზარდებში საომრად წასვლას იმასაც უკავშირებს, რომ ხელისუფლება პანკისელ ახალგაზრდებს ყურადღებას არ აქცევს.სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს არანაირი ინტერესის დაკმაყოფილების საშუალება არ აქვთ. მისი თქმით, პანკისელ ახალგაზრდობზე ზრუნვა პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. საზოგადოებას მეტი კონტაქტი უნდა დაემყარებინა პანკისელ ახალგაზრდებთან.„ნახევარი წლის წინ, პანკისში სტუმრობისას ადგილობრივები შეწუხებულნი იყვნენ იმის გამო, რომ ჩრდილო კავკასიიდან გადმოდიოდნენ კადიროვის გუნდის წევრები, აქტიურ კომუნიკაციაში იყვნენ ადგილობრივ ახალგაზრდობასთან. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რამოდენიმეჯერ უხუცესთა საბჭოს წევრებს ჰქონდათ სურვილი, დაკავშირებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რათა გაერკვიათ, თუ რა უნდა ამ ხალხს და რატომ დადიან ეს ადამიანები მათ ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, არც ერთი სამინისტროდან არანაირი გამოძახილი არ ყოფილა. დიდი ვარაუდით, მაშინ ეყრებოდა საფუძველი ასეთ ლტოლვას საომარი მოქმედებებისკენ“.ყველა თანხმდება იმაზე, რომ არასრულწლოვნების საბრძოლველად წასვლა ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. როგორც სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, იმისათვის რომ საფრთხე ავიცილოთ, საქართველომ უნდა მიბაძოს დიდ ბრიტანეთს, სადაც ასეთ ბრძოლებში მონაწილე ამ ქვეყნის მოქალაქეებს, აღარ ეძლევათ საკუთარ სახელმწიფოში დაბრუნების საშუალება.„ერთადერთი, ვინც დაიწყო ურთიერთობა პანკისელ ახალგაზრდებთან, ეს გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის აპარატის თანამშრომელი ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობაში სოფიო შამანიდი, რომელმაც დაიწყო ახალი პროექტი, რაც ახალგაზრდების ფოტოხელოვნებით დაინტერესებას გულისხმობს. მათ მისცა შესაბამისი აპარატურა, შემდგომ გამოფენები გამართა. ხომ შეიძლებოდა, რომ მეტი ყურადღება გამოგვეჩინა ამ რაიონისადმი?“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.აღნიშნული პრობლემების მოგვარების კონკრეტული გეგმა მთავრობას ამ დრომდე არ გაუსაჯაროვებია. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ ადამიანებს, ვისაც სირიაში ქართველი მოქალაქეები საბრძოლველად გაჰყავთ, პოლიცია მიხედავს.მკაფიო მინიშნებას აკეთებს აჰმედ ზაკაევი, ის გვაფრთხილებს, რომ ეს ადამიანები უკან შემობრუნდებიან. დიდი ალბათობით, მათი ცნობიერება იქნება სრულიად არაადეკვატური და მათთან ურთიერთობა იქნება პრობლემური. უკვე დიდი ხანია ინგლისმა მიიღო კანონი იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ ბრძოლებში მონაწილე ინგლისის მოქალაქეებს, აღარ ექნებათ უფლება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ჩასვლისა. ჩვენც დროულად უნდა მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანები აღარ დაბრუნდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.ექსპერტები და ანალიტიკოსები საკითხს ამგვარად სვამენ: დაბრუნდებიან თუ არა სამშობლოში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ჩაწერილი ადამიანები და რაც მთავარია, რა სტატუსით - მტრებად თუ მოყვარეებად.

0
71
4-ს მოსწონს
ავტორი:საბ დეკანოიძე
საბ დეკანოიძე
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0