x
ფეისბუქი ცვლილებებს აანონსებს, რომელიც მომდევნო კვირების განმავლობაში ძალაში შევა

imageსაუბარია 3 ძირითად სიახლეზე. კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი ამ ცვლილებებით მომხმარებლის თხოვნას და სურვილს ითვალისწინებენ. სპეციალური ალგორითმის მეშვეობით სოციალურ ქსელში ეს ცვლილებები ეტაპობრივად დაინერგება.სოციალური ქსელი ფეისბუქი მომხმარებლებისთვის გარკვეულ სიახლეებს აწესებს, რაც მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში შევა ძალაში.პირველი სიახლე ეხება NewsFeed-ის (ახალი ამბების ჩამონათვალის) რაოდენობას. ცვილილების შემდეგ ერთი წყაროდან მომხმარებელი ერთდროულად მხოლოდ ერთ პოსტს ნახავს. ფეისბუქის ახალი პროგრამა უზრუნველყოფს იმას, რომ მომხმარებელი უფრო მეტი წყაროდან ინფორმაციის ნახვას შეძლებს.
მეორე ცვლილება ეხება NewsFeed-ის პრიორიტეტს. ახლა ახალი ამბების ჩამონათვალში პრიორიტეტი მიენიჭებათ მეგობრების მიერ დაწერილ პოსტებს, ანუ ფოტოებს, ვიდეოებს, სტატუსებს, განახლებებს (Update) და ასე შემდეგ. პარალელურად მომხმარებელი კვლავ იხილავს მის მიერ შერჩეული მედიაორგანიზაციების პოსტებს, რაც ფეისბუქის კედელზე გამოჩნდება.
მესამე ცვლილება კი თქვენი მეგობრების მიერ მოწონების (Like) ან კომენტარების დამალვას ეხება. საუბარია ხმოვან სიგნალზე, რაც „დალაიქების“ დროს ისმის. ის შეიძლება გაუქმდეს, ხოლო შეტყობინება მოწონების ან რაიმე კომენტარის შესახებ ინფორმაციის მეორე კატეგორიაში, ანუ არაპრიორიტეტულში მოხვდება.

1
65
7-ს მოსწონს
ავტორი:საბ დეკანოიძე
საბ დეკანოიძე
65
  
2015, 23 აპრილი, 11:56
გაზიარებულია :)
0 1 1