x
„ნიკორაში“ დიდი პრობლემები და დანაშაულებრივი სქემები იმალება

image

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, “ნიკორას“ მონიტორინგის სამსახურში შს ყოფილი მინისტრ ვანო მერაბიშვილის დროინდელი “ზონდერები“ არიან დასაქმებულები, რომლებიც თანამშრომლებს ჯარიმებს უსამართლოდ უწერენ.

სუპერმარკეტების ქსელ “ნიკორაში“, რომელიც საქართველოს ბაზარზე 20-ზე მეტ წელს ითვლის, დიდი პრობლემები და დანაშაულებრივი სქემები იმალება. ამ საკითხზე გაზეთი “კვირის ქრონიკა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.“აქ რა ხება: მოლარეს, რომელიც ღამეს ათენებს, ცოტა რომ მოდუნდეს, თავი ჩაქინდროს, ჯარიმა აქვს გადასახდელი. ჯარიმა კი 20-50 ლარია. ეს იმ შემთხვევაში, როცა მოლარეს ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს 400 ლარი, ხოლო მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს 1500-2000 ლარი. გარდა ამისა, თუ მნიშვნელოვანი დარღვევა შენიშნეს, მონიტორინგი თანამშრომლებს საკუთარ ოფისში იბარებს და როგორც საგამოძიებო წარმოების დროს, აქეთ-იქით უსხდებიან და “აკაჩავებენ“, როგორც პოლიციაში ხდება. ქვეყააში ნორმალური სიტუაცია რომ იყოს, პროფკავშირები ქსელის მონიტორინგის სამსახურის საქმინობით უნდა დაინტერესდნენ და ეს ადამიანები სისხის სამართლის პასუხისგებაში მისცენ“, - ამბობს წყარო გაზეთთან საუბრისას.“2014 წელს “ნიკორას“ ერთ-ერთი მეწილისა და დამფუძნებლის ლიკა სუხიაშვილის მხარდაჭერით ე.წ. მონიტორინგის სამსახური შეიქმნა, სადაც თანამშრომლად არიან მერაბიშვილის მერე გამოყრილი ყოფილი ზონდერები და პოლიციის აკადემიის მაღალჩინოსნები, ასევე, ყოფილი “სპეცრაზმელები“, ანუ ისეთი ხალხი, რომლებსაც ახალ შს სამინისტროში აღარ დაედგმებოდათ და რომლებიც საკუთარ დედასაც კი არ დაინდობენ. ისინი დაუნდობლად მუშაობენ. კი, დარღვევა უნდა აღმოიფხვრას, მაგრამ ეს პიროვნებები არიან ჩასაფრებულები. კამერები აქვთ დაყენებული ყველა მაღაზიაში. მათთვის დაქირავებულია ყოფილი “მედიკოსთა სახლი“, სადაც მათ ოფისს არანაირი წარწერა არ აქვს და იქ ზის ეს “ზონდერ ჯგუფი“ და მთელ ობიექტებს კამერებით აკონტროლებს“, - წერს გაზეთი.

0
236
8-ს მოსწონს
ავტორი:საბ დეკანოიძე
საბ დეკანოიძე
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0