ჯანმრთელი კვება ჩურჩხელა მსოფლიოს ყველაზე გემრიელი ტკბილეულის ათეულშია 2015, 20 აპრილი, 13:13 თურქულ ფახლავასთან და იტალიურ ტირამისუსთან ერთად ყველასათვის საყვარელი ქართული ჩურჩხელა მსოფლიოს ყველაზე გემრიელი ტკბილეულის ათეულშია.მართალია, ქართულ " სნიკერსად" წოდებული ეს უგემრიელესი დელიკატესი ზუსტად ვიცი ყველას ძალიან უყვარს, თუმცა არც თუ ისე იოლია მისი დამზადება. როგორც ქართველებმა ვიცით, კახურ ჩურჩხელას სულ სხვა გემო და ხარისხი გააჩნია, თუმცა არც იმერული ჩურჩხელაა ნაკლები. მე როგორც იმერელი“ მინდა შემოგთავაზოთ ჩურჩხელის დამზადების პროცედურა, რომელიც მართალია, არ მეადვილება, მაგრამ თავად მომზადების პროცესი რომ ძალზედ სახალისოა, ამაში თავად დარწმუნდებით. მოკლედ, უნდა ავიღოთ სამი ლიტრიანი ყურძნის ტკბილი, რომელსაც თავდაპირველად ოდნავ შევათბობთ.პარალელურად გამზადებული უნდა გვქონდეს ინგრედიენტები, რომლებიც ჩურჩხელას გვამზადებინებს. რა თქმა უნდა წინასწარ დათეთრებული და ძაფებზე აცმული თხილის, ქიშმიშის თუ ნიგვზის ნაყოფები.ვამზადებთ და ვურევთ ერთმანეთში მჭადის და პურის ფქვილს შემდეგი დოზით: სამ ლიტრა ყურძნის ტკბილს ესაჭიროება 500 გრამიანი ქილა კარგად გამოტენილი ორივე ფქვილით და უფრო მეტი პურის ფქვილით, ანუ მეოთხედი უნდა იყოს მჭადის ფქვილი.ხელით გავხსნით ფქვილს და შემოვდგამთ ნელ ცეცხლზე“ დიდხანს ვადუღებთ და გამუდმებით ვურევთ ხის ჩოგნით. როდესაც ადუღებას დაიწყებს მასა, ვაძლევთ წაბლის თაფლს გემოვნების მიხედვით. დუღილს კვლავ ვაგრძელებთ და თუ მასა თხელი მივიღეთ დიდხნიანი დუღილის შემდეგ, შეგვიძლია კიდევ დავუმატოთ პურის ფქვილი, რომელიც აუცილებლად გახსნილი უნდა გვქონდეს ყურძნის ტკბილში, სხვა შემთხვევაში დაკურკუშალდება და ეს აისახება ამოსავლებ ჩურჩხელაზეც. უკვე როცა შევატყობთ, რომ დუღილი საჭირო აღარაა, ვიწყებთ ჩურჩხელების ამოვლებას. დამეთანხმებით, თუ კი ოდესმე გინახავთ ეს პროცესი, მართლაც რომ სიამოვნებას განიჭებს ადამიანს, თუ ირგვლივ ბავშვების ტიტინიც ისმის. ვავლებთ ორჯერ, კარგად რომ დაიფაროს ნიგვზის თუ თხილის ნებალოები და თუ ეს საკმარისი არ იქნება, შეიიძლება მესამედაც ამოვავლოთ. პირველად გაშრობას სულ მცირე 20 - 25 წუთი ჭირდება, შემდეგ კი მზეზე ვფენთ და თავს დავტრიალებთ იმის გამო, რომ ჩვენს " სნიკერსს" მწერი არ გაეკაროს ახლოს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვენი ჩურჩხელა როგორც უკვე მოგახსენეთ მსოფლიოს ყველაზე გემრიელი ტკბილეულების ათეულში შევიდა.უამრავი ტურისტი ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და საქართველოს ყველა კუთხეში უცხოელ სტუმრებს სწორედ რომ ჩურჩხელით ვაწონებთ თავს. მოხმამრებლებს სწორედ იმიტომ მოსწონს, რომ იგი შაქრის ფხვნილისგან არ არის დამზადებული და ყურძნის ნატურაულ წვენს შეიცავს. რეიტინგის ათეულში მოხვედრამ, შესაძლებელია საზღვარგარეთ ყურძნის რეალიზაცია უფრო გაზარდოს 492 11-ს მოსწონს |
ვაი დაღუპა!?