x
image
პერსეპოლისი
„არის რაღაც პრობლემები და მოდით, ერთად დავუდგეთ კოტეს ოჯახს გვერდით“ - სანდრო კაკულია

დღეს, მსახიობი კოტე თოლორდავა ქართველებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მის დაკრძალვაზე არაერთი ცნობილი ადამიანი იყო, რომლებიც ცდილობენ ოჯახს გვერდით დაუდგნენ და ამ მძიმე წუთებში გაამხნევონ. მათ შორის იყო მსახიობი და ოჯახის მეგობარი სანდრო კაკულია. მან საინფორმაციო სააგენტოსთან „ინფო9“, კოტეს ოჯახის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, რასაც უცვლელად გთავაზობთ:


„ეხლა არის იმის დრო, რომ ჩვენ როგორც არ ვიშურებდით ცრემლებს, როგორც დავიტირეთ კოტე და როგორც არ ვიშურებდით სამძმრის და გულის ტკივილის
სიტყვებს, ეხლა არ დავიშუროთ ჩვენი ძალა და ენერგია იმისთვის, რომ კოტეს გარეშე დარჩენილ ოჯახს ყველანი ერთად დავუდგეთ გვერდში. ამ ოჯახს გარდა თანადგომისა, კიდე ძალიან ბევრი რაღაც დაჭირდება. მინდა, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვინც არ იცის რომ ეხლა კოტე იყო ამ ძალიან დიდი ოჯახის პატრონი. ამ ოჯახმა ეხლა დაკარგა პატრონი და ისინი არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მე მინდა, რომ ყველამ გაითვალისწინოს ეს და მივმართავ იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ ამის სწორად გაგება. ჩვენ აქ ვართ მათი მეგობრები და ჩვენი პოვნა ნებისმიერს შეუძლია და მოკლედ, მინდა რომ გვერდში დავუდგეთ, იმიტომ რომ ოჯახი ეხლა დარჩა კოტეს გარეშე. ჩვენ, მთელი საქართველო, მთელი სამეგობრო, თეატრალური და კინო საზოგადოება. მაგრამ გთხოვთ, რომ არის რაღაც პრობლემები და მოდით, ერთად დავუდგეთ კოტეს ოჯახს გვერდით“.

0
26
2-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0